ახალი ზელანდიის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
name change; criterion 1 (GlobalReplace v0.6.5)
new version (GlobalReplace v0.6.5)
ხაზი 41: ხაზი 41:
|-valing="top"
|-valing="top"
| [[ფაილი:Flag of Tokelau.svg|50px]]
| [[ფაილი:Flag of Tokelau.svg|50px]]
| [[ფაილი:Symbol of Tokelau.svg|50px]]
| [[ფაილი:Badge of Tokelau.svg|50px]]
| [[ტოკელაუ]]
| [[ტოკელაუ]]
| [[წყნარი ოკეანე]]
| [[წყნარი ოკეანე]]

05:22, 9 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

ახალი ზელანდიის სამეფოს რუკა

ახალი ზელანდიის სამეფო (ინგლ. Realm of New Zealand) — ტერიტორია რომლის ხელმძღვანელადაც ითვლება ახალი ზელანდიის დედოფალი. სამეფო მოიცავს: ახალ ზელანდიას, კუკის კუნძულებს, ნიუეს, ტოკელაუს და როსის ტერიტორიას ანტარქტიკაში.[1] სამეფოს მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 4 400 000 ადამიანს (ახალი ზელანდიის გარეშე — 18 000 ადამიანს), ხოლო საერთო ფართობია 719 188 კმ² (როსის ანტარქტიდული ტერიტორიის (450 000 კმ²) და ახალი ზელანდიის გარდა (268 680 კმ²) — 508,2 კმ²).

1952 წლის 6 თებერვლიდან ახალი ზელანდიის მონარქია დედოფალი ელისაბედ II. მისი ოფიციალური ტიტულია — ელისაბედ მეორე, ღვთის წყალობით ახალი ზელანდიის და მისი სხვა სამეფოების და ტერიტორიების დედოფალი, თანამეგობრობის მეთაური, რწმენის დამცველი (ინგლ. Elizabeth the Second, By the Grace of God, Queen of New Zealand and Her other Realms and Territories, Head of the Commonwealth, Defender of the Faith).

რადგანაც ახალი ზელანდიის მონარქი ერთდროულად კიდევ 15 სხვა სახელმწიფოს მეთაურია, რომლებიც ცნობილია თანამეგობრობის სამეფოების სახით, ახალ ზელანდიაში უშუალოდ მონარქს წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი. 2011 წლის აგვისტოდან ეს თანამდებობა უკავია ჯერი მატეპარაის.

1952 წლიდან ელისაბედ II-მ საკუთარი თავი ახალი ზელანდიის დედოფლად გამოაცხადა, ხოლო 1983 წელს განისაზღვრა სამეფოს ერთიანი მყარი ტერიტორიული სტრუქტურა და დაექვემდებარა ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორს.[2]

თანამეგობრობის სხვა სამეფოებისგან განსხვავებით, ახალი ზელანდიის სამეფო არ არის სახელმწიფო და არ აქვს საერთაშორისო სახელმწიფოებრივი აღიარება. ტერმინს «ახალი ზელანდიის სამეფო» აქვს კონცეფსუალური, სიმბოლური ხასიათი, რომელიც მიუთითებს სხვადასხვა ქვეყნების და სახელმწიფოების ისტორიის და მორალური ფასეულობების ერთიანობისკენ და სახელმწიფოს ერთი მეთაურის აღიარებისკენ.

დროშა გერბი ტერიტორია რეგიონი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2011)
დედაქალაქი სტატუსი
ახალი ზელანდია* წყნარი ოკეანე 268 680 4 404 400 უელინგტონი სუვერენული სახელმწიფო
ფაილი:Coat of arms of cook islands.gif კუკის კუნძულები წყნარი ოკეანე 236,7 14 974 ავარუა თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი
ნიუე წყნარი ოკეანე 261,46 1611 ალოფი თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი
ტოკელაუ წყნარი ოკეანე 10 1411 ნუკუნონუ დამოკიდებული ტერიტორია
როსის ტერიტორია** ანტარქტიდა 450 000 0 დამოკიდებული ტერიტორია**
სულ 719 188 4 422 396
   * კერმადეკის კუნძულების, ჩატემის კუნძულების, ასევე ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულების ჩათვლით.
   ** ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების თანახმად არ სცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. New Zealand's Constitution, New Zealand government, retrieved 20 November 2009
  2. Letters Patent Constituting the Office of Governor-General of New Zealand (SR 1983/225), New Zealand Parliamentary Counsel Office, retrieved 20 November 2009