კერმადეკის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კერმადეკის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Kermadec Islands
Karta NZ Kermadec isl.PNG
კერმადეკის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 29°16′37″ ს. გ. 177°55′24″ ა. გ. / 29.27694° ს. გ. 177.92333° ა. გ. / -29.27694; 177.92333
კუნძულთა რაოდენობა 4 და რამდენიმე კლდე
მთავარი კუნძული რაულის კუნძული
ფართობი 33 კმ²
უმაღლესი წერტილი 516 მ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

კერმადეკის კუნძულები (ინგლ. Kermadec Islands) — კუნძულოვანი რკალი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. კუნძულებს სახელი დაერქვა ფრანგი ზღვაოსნის იუონ დე კერმადეკის პატივსაცემად[1]. 1934 წლიდან კუნძულები ბუნების ნაკრძალია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაულის კუნძულის ხედი კოსმოსიდან.

კუნძულები მდებარეობს 800—1000 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძულიდან და 1100 კმ-ზე უფრო მეტი მანძილით სამხრეთ-დასავლეთით ტონგის კუნძულ ატადან.

კუნძულს დასავლეთიდან ეკვრის ფიჯის ზღვა, აღმოსავლეთით მდებარეობს ღრმა კერმადეკის ღარი.

კერმადეკის კუნძულების ფართობია — დაახლოებით 33 კმ²[2]. შემადგენლობა — 4 კუნძული და რამდენიმე კლდე:

კუნძულები დაფარულია ტროპიკული და სუბტროპიკული ტყეებით[4], ზოგიერთი სახეობა ენდემურია (ლათ. Metrosideros kermadecensis, ლათ. Myrsine kermadecensis), გავრცელებულია ლათ. Rhopalostylis sapida. კუნძულებზე — ზღვის ფრინველების დიდი კოლონიებია.

კლიმატი კუნძულებზე ტროპიკული ან სუბტროპიკულია. ტემპერატურა თებერვალში — +23 °C, აგვისტოში — +16 °C.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულების ეს ჯგუფი ითვლება ახალი ზელანდიის გარე კუნძულებად და ახალი ზელანდიის ტერიტორიას წარმოადგენს, მაგრამ ის არ ითვლება რომელიმე რეგიონის ან ოლწის ნაწილად, ის იმყოფება სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მართვის ქვეშ.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1934 წლამდე დასახლებული იყო პოლინეზიელებით და XX საუკუნის დასაწყისში კუნძულებზე ცხოვრობდა 8 ათასამდე ადამიანი. დღეისათვის კუნძულების მოსახლეობა შედგება მხოლოდ რაულის კუნძულზე არსებული სადგურის მეცნიერთა პერსონალისაგან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]