ფოვიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
სახელი „ფოვები“ მათ მიმდევრებს შეარქვა კრიტიკოსმა ლუი ვოქსელმა 1905 წელს. თავად მხატვრებს ეს სახელი არასდროს უღიარებიათ. ფოვისტები თვლიდნენ, რომ ნამუშევრის შექმნისას მთავარი არც პერსპექტივაა და არც შუქრჩდილი. სურათში უნდა იყოს მარტივი, სახასიათო კონტური, რომელიც უშუალოდ ადამიანის გრძნობებზე იმოქმედებს. |
სახელი „ფოვები“ მათ მიმდევრებს შეარქვა კრიტიკოსმა ლუი ვოქსელმა 1905 წელს. თავად მხატვრებს ეს სახელი არასდროს უღიარებიათ. ფოვისტები თვლიდნენ, რომ ნამუშევრის შექმნისას მთავარი არც პერსპექტივაა და არც შუქრჩდილი. სურათში უნდა იყოს მარტივი, სახასიათო კონტური, რომელიც უშუალოდ ადამიანის გრძნობებზე იმოქმედებს. |
||
ფოვისტების შთაგონებად იქცნენ პოსტიმპრესიონისტი ვან გოგი და გოგენი, რომლებიც უპირატესობას სუბიექტურ ინტენსიურ ფერს ანიჭებდნენ, იმპრესიონისტების რბილი და ბუნებრივი პალიტრის ნაცვლად. ამ სკოლის დამაარსებლად ანრი მატისი ითვლება, რომელიც სრულიად განუდგა ოპტიკურ ფერს. მის სურათზე ქალის ცხვირი სავსებით შესაძლებელი იყო მწვანე ფერის ყოფილიყო, თუ ეს მას გამომსახველობასა და კომპოზიციურობას შესძენდა. მატისი ამტკიცებდა: „მე ვხატავ არა ქალებს, მე ვხატავ ტილოებს |
|||
==რესურსები ინტერნეტში== |
==რესურსები ინტერნეტში== |
10:20, 22 დეკემბერი 2017-ის ვერსია
ფოვიზმი (ფრანგ. Les Fauves — გარეული მხეცები) — მიმდინარეობა ფრანგულ ფერწერაში XX საუკუნის დასაწყისში. დამახასიათებელი იყო კაშკაშა ფერები და გამარტივებული ფორმები. მიმდინარეობამ მცირე ხანი იარსება — დაახლოებით 1898-1908 წლებში.
სახელი „ფოვები“ მათ მიმდევრებს შეარქვა კრიტიკოსმა ლუი ვოქსელმა 1905 წელს. თავად მხატვრებს ეს სახელი არასდროს უღიარებიათ. ფოვისტები თვლიდნენ, რომ ნამუშევრის შექმნისას მთავარი არც პერსპექტივაა და არც შუქრჩდილი. სურათში უნდა იყოს მარტივი, სახასიათო კონტური, რომელიც უშუალოდ ადამიანის გრძნობებზე იმოქმედებს.
ფოვისტების შთაგონებად იქცნენ პოსტიმპრესიონისტი ვან გოგი და გოგენი, რომლებიც უპირატესობას სუბიექტურ ინტენსიურ ფერს ანიჭებდნენ, იმპრესიონისტების რბილი და ბუნებრივი პალიტრის ნაცვლად. ამ სკოლის დამაარსებლად ანრი მატისი ითვლება, რომელიც სრულიად განუდგა ოპტიკურ ფერს. მის სურათზე ქალის ცხვირი სავსებით შესაძლებელი იყო მწვანე ფერის ყოფილიყო, თუ ეს მას გამომსახველობასა და კომპოზიციურობას შესძენდა. მატისი ამტკიცებდა: „მე ვხატავ არა ქალებს, მე ვხატავ ტილოებს
რესურსები ინტერნეტში
- ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კოლექცია
- ფოვიზმი: ადრეული მეოცე საუკუნის ხელოვნების ველური მხეცები
- Rewald, Sabine. ფოვიზმი. ხელოვნების ისტორიის ქრონოლოგია (2004)