სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა
სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა prvá Slovenská republika ნაცისტური გერმანიის სატელიტი-ქვეყანა | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | ბრატისლავა | ||||||||
ენა | სლოვაკური, უნგრული | ||||||||
რელიგია | კათოლიციზმი | ||||||||
ფართობი | 38 055 კმ² | ||||||||
მმართველობის ფორმა | რესპუბლიკა | ||||||||
პრეზიდენტი | |||||||||
- 1939-1945 | იოზეფ ტისო | ||||||||
სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა (სლოვაკ. prvá Slovenská republika; ოფიციალური სახელწოდება — სლოვაკეთის რესპუბლიკა, სლოვაკ. Slovenská republika) — სახელმწიფო თანამედროვე სლოვაკეთის უდიდეს ტერიტორიაზე. არსებობდა 1939-1945 წლებში.
სლოვაკეთის რესპუბლიკა დიპლომატიურად აღიარა გერმანიამ და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა: იტალიამ, იაპონიამ, ჩინეთის პროიაპონურმა მთავრობამ, ხორვატიამ, ესპანეთმა, სსრკ-მ, ლიტვამ, ესტონეთმა, შვეიცარიამ, სალვადორმა და ვატიკანმა.
1942 წლის 15 მაისს პრეზიდენტამ იოზეფ ტისომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის ძალიტაც ებრაელები გააძევა ქვეყნიდან. 1942 წელს სლოვაკეთიდან მოახდინეს 57 628 ებრაელის დეპორტაცია.
1944 წლის 21 სექტემბერს საბჭოთა წითელი არმია მიადგა სლოვაკეთის საზღვარს. 1945 წლის 4 აპრილს გაათავისუფლეს ბრატისლავა - სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა დაეცა და ქვეყანა კვლავ ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გახდა. 8 მაისს სლოვაკეთის უკანასკნელმა პრემიერ-მინისტრმა შტეფან ტისომ ხელი მოაწერა სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკის კაპიტულაციას.