სკონე (ლენი)
სკონეს ლენი (შვედ. Skåne län) - შვედეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ადმინისტრაციული ერთეული - ლენი. ძირითადად ემთხვევა ისტორიული სკონეს პროვინციას. ის ესაზღვრება ჰალანდის, კრუნუბერგის და ბლეკინგეს ლენებს. სკონეს მთავრობის ადგილსამყოფელია - მალმე, ხოლო სკონეს რეგიონული საბჭოს შტაბი მდებარეობს კრისტიანსტადში.[3]
სკონეს ლენი შეიქმნა 1997 წელს, კრისტიანსტადისა და მალმეს ლენების გაერთიანებით. იგი მოიცავს შვედეთის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 3%-ს და მოსახლეობის 13%-ს.
ყველაზე დასახლებული ადგილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს 2005 წლის მონაცემებით ლენის ყველაზე დასახლებული ადგილებია:
# | ადგილი | მოსახლეობა |
---|---|---|
1 | მალმე | 258,020 |
2 | ჰელსინგბორგი | 91 457 |
3 | ლუნდი | 76 188 |
4 | კრისტიანსტადი | 33 083 |
5 | ლანდსკრუნა | 28 670 |
6 | ტრელებორგი | 25 643 |
7 | ენგელხოლმი | 22 537 |
8 | ჰესლეხოლმი | 22 548 |
9 | ისტადი | 17 286 |
10 | ესლევი | 16 551 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.sna.se/webbatlas/lan/skane.html დაარქივებული 2009-11-12 საიტზე Wayback Machine. Sveriges Nationalatlas. Retrieved 2 April 2008
- ↑ Kvartal 1 2011. Statistics Sweden.
- ↑ About Region Skåne დაარქივებული 2004-10-23 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Region Skåne. Retrieved 10 April 2008.
|