ტრელებორგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
კარლსტადი
შვედ. Trelleborg
Trelleborgen.jpg
ვიკინგების წრიული ციხესიმაგრე
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 55°22′00″ ჩ. გ. 13°10′00″ ა. გ. / 55.36667° ჩ. გ. 13.16667° ა. გ. / 55.36667; 13.16667
ფართობი 13,66 კმ²
მოსახლეობა 28 290 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 071 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0410
ოფიციალური საიტი https://www.trelleborg.se/
ტრელებორგი — შვედეთი
ტრელებორგი

ტრელებორგი (შვედ. Trelleborg) — ქალაქი შვედეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 28 290 ადამიანს შეადგენს.[1] წარმოადგენს შვედეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქს.

წყაროებში პირველად 1257 წელს მოიხსენიება. 1260 წელს, დანიის მეფე ერიკ IV-მ ტრელებორგი და მალმო შვედეთის მეფე ვალდემარ I-ს უსაჩუქრა, რადგან მისი ქალიშვილი სოფია ამ უკანასკნელის ვაჟს მიჰყვებოდა ცოლად. მიუხედავად ამისა, სულ მალე ტრელებორგი სკონეს მთლიან პროვინციასთან ერთად კვლავ დანიის შემადგენლობაში დაბრუნდა. 1619 წლის ხანძრის შემდეგ მან ქალაქის სტატუსი დაკარგა. 1658 წლის როსკილის ხელშეკრულებით იგი ისევ შვედეთს გადაეცა. 1840 წელს სავაჭრო დასახლების სტატუსი მიიღო, 1867 წელს კი ქალაქის.

ტრელებორგში მდებარეობს რეზინის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Trelleborg AB-ის სათავო ოფისი. ქალაქის ნავსადგური ერთ-ერთი უდიდესია შვედეთში. ქალაქს გადაკვეთს ევროპული ავტომაგისტრალები — E22 და E06. პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი „ტრელებორგი“ შვედეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც შუა საუკუნეების ტაძრის ადგილას არქიტექტორმა ჰელგო ზეტერვალემმა ააშენა 1881-1883 წლებში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან - 10 January 2012. წაკითხვის თარიღი: 10 January 2012.