შინაარსზე გადასვლა

სედერტელიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სედერტელიე
შვედ. Södertälje
გერბი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 59°11′00″ ჩ. გ. 17°38′00″ ა. გ. / 59.18333° ჩ. გ. 17.63333° ა. გ. / 59.18333; 17.63333
დაარსდა 1300
ფართობი 25,84 კმ²
ცენტრის სიმაღლე 23±1 მეტრი
მოსახლეობა 64 619 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 500 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 08
საფოსტო ინდექსი 151 XX
ოფიციალური საიტი https://www.sodertalje.se/
სედერტელიე — შვედეთი
სედერტელიე

სედერტელიე (შვედ. Södertälje) — ქალაქი შვედეთში, სტოკჰოლმის ლენში, თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წელს მისი მოსახლეობა 64 619 ადამიანს შეადგენდა.

ქალაქი სტოკჰოლმიდან 30 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, აქ განლაგებულია სატვირთო მანქანების მწარმოებელი კომპანია Scania AB და წამყვანი ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca.

ახ. წ. 600 წლამდე, მელარენის ტბა ზღვას უკავშირდებოდა. მიწის აწევის გამო, ტბა თანდათან ზღვას მოწყდა.

სახელი ტელიე (Telje) XI საუკუნეში იხსენიება. XVII საუკუნეში, სტოკჰოლმის ჩრდილოეთით დაარსებული ქალაქის სახელისგან გასარჩევად, სახელს წინ დაუმატეს სედერ (Söder სამხრეთი), ახლად დაარსებულ ქალაქს კი ნორ (Norrtälje ჩრდილოეთი).

XVIII საუკუნეში, ჩრდილოეთის დიდი ომისა და ეპიდემიების გამო განადგურებული ქალაქის მოსახლეობა 200 ადამიანს ძლივს აღემატებოდა.

ერაყის ომის დროს, სედერტელიე ბევრი ერაყელი ლტოლვილი გადმოსახლდა, უფრო მეტი, ვიდრე აშშ-სა და კანადაში ერთად.

სხვა მიგრანტები ძირითადად არიან ფინეთიდან, იუგოსლავიიდან და ჩილედან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Official web of Södertälje