AstraZeneca

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
AstraZeneca
ტიპი შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია
დარგი ფარმაცევტული
ბიოტექნოლოგიური
დაფუძნდა 6 აპრილი, 1999; 24 წლის წინ (1999-04-06)
სათავო ოფისი კემბრიჯი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
პროდუქცია ფარმაცევტული პრუდუქტები
შემოსავალი 25,890 მლრდ. $ (2020)[1]
სუფთა მოგება 3,144 მლრდ. $ (2020)[1]
თანამშრომელი 76 100 (2020)[1]
შვილობილ(ებ)ი MedImmune
საიტი astrazeneca.com

AstraZeneca plc (ასტრაზენეკა[2]) — ბრიტანულ-შვედური[3][4][5] მულტინაციონალური ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანია. შტაბ-ბინა მდებარეობს კემბრიჯში (ინგლისი).[6] აწარმოებს სამკურნალო პროდუქტებს ისეთი მნიშვნელოვანი დაავადებებისთვის, როგორებიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის, ინფექციური, ნევროლოგიური, რესპირატორული და ანთებითი.

კომპანია 1999 წელს შეიქმნა, შვედური Astra AB-ისა და ბრიტანული Zeneca Group-ის (თავად ეს კომპანია Imperial Chemical Industries-ს გამოეყო 1993 წელს) შერწყმის შედეგად.[7][8] ამის შემდეგ, AstraZeneca მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების რიცხვში შევიდა და მრავალი კორპორატიული შენაძენი განახორციელა, მათ შორის: Cambridge Antibody Technology (2006 წელს), MedImmune (2007 წელს), Spirogen (2013 წელს) და Definiens (2014 წელს MedImmune-სგან). მისი კვლევითი და განვითარებითი სამუშაოები თავმოყრილია სამ სტრატეგიულ ცენტრში: კემბრიჯში (ინგლისი), გეტებორგსა (შვედეთი) და მერილენდში (აშშ).[9]

AstraZeneca-ს მთავარი ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქვს და შედის FTSE 100 ინდექსში. მეორეხარისხოვანი ლისტინგები წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე, NASDAQ-ზე, მუმბაისა და ინდოეთის ეროვნულ საფონდო ბირჟებზე.

COVID-19-თან ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისშივე (2020 წლის მარტში) კომპანიამ განაცხადა, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, მათ შორის ნიღბებით დაეხმარებოდა პანდემიასთან მებრძოლ ქვეყნებს.[10] აპრილში გენერალურმა დირექტორმა პასკალ სორიომ საზოგადოებას ამცნო, რომ GlaxoSmithKlin-თან და კემბრიჯის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობდა ახალი ლაბორატორიის შექმნაზე, რომელსაც დღეში COVID-19-ის 30 000 ტესტის წარმოება შეეძლებოდა.[11] აგრეთვე განაცხადეს აკალაბრუტინიბის კლინიკური ცდების გეგმების შესახებ, რათა დაავადების სამკურნალოდ მისი შესაძლო გამოყენება შეეფასებინათ.[12]

2020 წლის ივნისში ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ცენტრმა (NIAID) დაადასტურა, რომ 2020 წლის ივლისში დაიწყებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული შესაძლო ვაქცინების ტესტირების მესამე ეტაპი.[13] ერთ-ერთმა მათგანმა, AZD1222-მა, წარმატებით მიაღწია ცდების მესამე ფაზას.[14] 2020 წლის 23 ნოემბერს ოქსფორდმა და AstraZeneca-მ ვაქცინის ცდის წარმატების შესახებ განაცხადეს; ცდების შედეგების თანახმად, მან მონაწილეების 70%-ში აღმოფხვრა სიმპტომების განვითარება.[15] მკვლევარების აზრით, დოზის ცვლილების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 90%-მდეც შესაძლოა გაზრდილიყო.[16]

2021 წლის 19 იანვარს, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 18 წლის ზევით ასაკის ადამიანებისათვის AZD1222-ის გამოყენების ნებართვა გასცა.[17]

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან საქართველოში პირველად ოქსფორდ–AstraZeneca-ს AZD1222 შემოიტანეს. 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა.[18] პირველი გვერდითი ეფექტი საქართველოში 18 მარტს დაფიქსირდა, როდესაც 27 წლის ახალციხელ ქალ ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და მეორე დღეს, 19 მარტს, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.[19]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Annual Report 2020 ინგლისური. AstraZeneca. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  2. კოვიდ-19-თან დაკავშირებული ლექსიკისა და ტერმინოლოგიის მართლწერის საკითხები. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი (21 იანვარი, 2022). ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2022
  3. AstraZeneca > GC Powerlist: Sweden Teams 2019 ინგლისური. ციტირების თარიღი: 2020-12-30
  4. Hollingsworth, Julia; Renton, Adam; Macaya, Melissa; Hayes, Mike. UK "will be able to get out of this by the spring," minister says after regulator approves AstraZeneca vaccine ინგლისური (2020-12-30). ციტირების თარიღი: 2020-12-30
  5. biopharma-reporter.com. AstraZeneca's COVID-19 vaccine gets the green light in the UK ინგლისური. ციტირების თარიღი: 2020-12-30
  6. Registered office and corporate headquarters ინგლისური. AstraZeneca. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2020
  7. „Global 500 – Pharmaceuticals“. Fortune (ინგლისური). 20 ივლისი, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო, 2010. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  8. Key facts ინგლისური. AstraZeneca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 სექტემბერი, 2010. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2010
  9. Carroll, John (18 მარტი, 2013). „UPDATED: AstraZeneca to ax 1,600, relocate thousands in global R&D reshuffle“. fiercebiotech.com (ინგლისური). FierceBiotech. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. „Coronavirus: AstraZeneca donates nine million face masks and steps up Covid-19 drugs research“. Cambridge Independent (ინგლისური). 30 მარტი, 2020. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  11. „UK coronavirus testing capacity boosted by new AstraZeneca, GSK lab“ (ინგლისური). Reuters. 8 აპრილი, 2020. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  12. „Cambridge-based AstraZeneca to test one of its cancer medicines for Covid-19 patients | Anglia - ITV News“ (ინგლისური). Itv.com. 14 აპრილი, 2020. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. Coleman, Justine (10 ივნისი, 2020). „Final testing stage for potential coronavirus vaccine set to begin in July“. TheHill (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 ივნისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  14. O'Reilly P (26 მაისი, 2020). „A Phase III study to investigate a vaccine against COVID-19“. ISRCTN (Registry) (ინგლისური). doi:10.1186/ISRCTN89951424. ISRCTN89951424. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  15. „Why AstraZeneca Covid-19 vaccine approval ‘good news for whole world’? UK minister answers“. Hindustan Times (ინგლისური). 30 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. Gallagher, James (23 ნოემბერი, 2020). „Covid-19: Oxford University vaccine is highly effective“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  17. „EMA recommends COVID-19 Vaccine AstraZeneca for authorisation in the EU Share“ (ინგლისური). სამკურნალო საშუალებათა ევროპული სააგენტო (EMA). 29 January 2021. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  18. „AstraZeneca-ს ვაქცინა საქართველოშია“. On.ge. 13 მარტი, 2021. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  19. „27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=AstraZeneca&oldid=4328265“-დან