შინაარსზე გადასვლა

მელარენის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელარენის ტბა
მელარენის ტბა
მელარენის ტბა
კოორდინატები: 59°30′ ჩ. გ. 17°12′ ა. გ. / 59.500° ჩ. გ. 17.200° ა. გ. / 59.500; 17.200
მდებარეობა შვედეთის დროშა შვედეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 0,3 
სიგრძე 120 კმ
სიგანე 65 კმ
ფართობი 1140 კმ²
მოცულობა 13,6 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 1410 კმ
საშუალო სიღრმე 11,9 
მაქსიმალური სიღრმე 61 
აუზის ფართობი 21460 კმ²
მელარენის ტბა — შვედეთი
მელარენის ტბა

მელარენის ტბა (შვედ. Mälaren) — ტბა შვედეთში. ქვეყანაში სიდიდით მესამე ტბაა ვენერნისა და ვეტერნის შემდეგ. მდებარეობს ზღვის დონიდან 0,3 მ-ზე, სტოკჰოლმთან ახლოს. ფართობი 1140 კმ², მაქსიმალური სიღრმე 61 მეტრი.

აღმოსავლეთ სანაპიროზე, სტოკჰოლმთან ბალტიის ზღვაში გაედინება სიოდერტელეს არხით. ტბა სვეალანდის პროვინციაში, უპლანდის, სედერმანლანდის, ნერკესი და ვესტმანლანდის საზღვარზე მდებარეობს. მელარენზე ორი მსხვილი კუნძულია: სელაიონი (Selaön, 91 კმ²) და სვარტშიოლანდეტი (Svartsjölandet, 79 კმ²).

სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად, ტბა ქალღმერთმა ჰეფიუნმა შექმნა, რომელსაც შვედეთის ძველი მეფე გულფი იმდენ მიწას დაპირდა, რამდენის წაღებასაც მოახერხებდა ერთ ღამეში ქალღმერთი. ჰეფიუნიმ თავისი ოთხი ვაჟი ხარებად აქცია და მათი დახმარებით მიწა დანიაში გადაიტანა, სადაც კუნძული ზელანდია ჩამოყალიბდა. ამ მიწის ადგილას კი, შვედეთში, ტბა მელარენი დაგუბდა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს ადრეულშუასაუკუნეობრივი პოლიტიკური ცენტრი ბირკა და ერთ-ერთ კუნძულზე განლაგებული ციხესიმაგრე დროტნინგჰოლმი წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]