შინაარსზე გადასვლა

საქართველოს სამხედრო ამბოხი (1998)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1998 წლის საქართველოს სამხედრო ამბოხი
თარიღი 19-20 ოქტომბერი, 1998
მდებარეობა დასავლეთ საქართველო
შედეგი მთავრობის გამარჯვება
მხარეები
საქართველოს დროშა გამსახურდიას მომხრეები
  • თავდაცვის სამინისტროს სენაკის სატანკო ბრიგადა
საქართველოს დროშა საქართველოს მთავრობა
მეთაურები
აკაკი ელიავა
რეზო ასმავა
ედუარდ შევარდნაძე,
დავით თევზაძე
ძალები
250 უცნობი
დანაკარგები
4 დაღუპული
31 დაკავებული
1 განადგურებული ტანკი
1 დაღუპული

1998 წლის საქართველოს სამხედრო ამბოხი დაიგეგმა ზვიად გამსახურდიას მომხრე ოფიცრების მიერ და მიზნად ისახავდა ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დამხობას. 1998 წლის 19 ოქტომბერს ღამის საათებში ყოფილმა პოლკოვნიკმა აკაკი ელიავამ და მისი მომხრე ოფიცრების ჯგუფმა სენაკში განლაგებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბრიგადის მხარდაჭერით მოაწყეს ბუნტი, რომლის დროსაც ტყვედ აიყვნეს საქართველოს უშიშროების მინისტრი და პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებული, რის შემდეგაც შეიარაღებულები ქუთაისის მიმართულებით დაიძრნენ. ქუთაისთან გაიმართა ბრძოლები მეამბოხეებსა და მთავრობის ძალებს შორის, რომლებსაც მეთაურობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე. სამართალდამცავებმა აჯანყების 31 ორგანიზატორი დააკავეს, ხოლო აკაკი ელიავამ და მისმა გარემოცვის წრემ თავი ტყეებს შეაფარეს. მეამბოხე ბრიგადა დათანხმა სამხედრო ტექნიკით მშვიდობიანად დაბრუნებულიყო თავდაპირველი დისლოკაციის ადგილებში. 2000 წლის 10 აგვისტოს მძევლების გათავისუფლებისთვის ორგანიზებული სპეცოპერაციისას აკაკი ელიავა ზესტაფონთან მოკლეს.