სან-ესტებანის ეროვნული პარკი
სან-ესტებანის ეროვნული პარკი
Parque Nacional San Esteban | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
ქვეყანა | ვენესუელა |
კოორდინატები | 10°22′48″ ჩ. გ. 67°59′02″ დ. გ. / 10.38000° ჩ. გ. 67.98389° დ. გ. |
ფართობი | 445 კმ² |
დაარსდა | 1987 |
სან-ესტებანის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional San Esteban) — ეროვნული პარკი ვენესუელაში, კარაბობოს შტატში. მდებარეობს კარაბობოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ესაზღვრება ანრი-პიტიეს ეროვნულ პარკს (არაგუის შტატი). სან-ესტებანის ეროვნული პარკი შეიქმნა 1987 წელს. ფართობი 43.500 ჰა. პარკი ვრცელდება გუაკარის, ნაგუანაგუის, პუერტო-კაბელიოსა და სან-დიეგოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.
პარკი პუერტო-კაბელიოში მოიცავს ციხე-დარბაზს. იგი იცავს აგრეთვე სხვა ისტორიულ ობიექტებს, რომელთა შორისაა: „ესპანელების გზა“ (გზა პუერტო-კაბელიოსა და ვალენსიას შორის, ასევე თაღოვანი ხიდი); სან-ესტებანის ქალაქი; ეროვნული გმირის ბარტოლომე სალომის სახლი; „ინდიელთა მარილიანი გზა“ (პატანემოსა და გუაკარას შორის); პარკი მოიცავს აგრეთვე პეტროგლიფებს, ტრონოკონეროს „ფერად ქვას“.
ისტორიული ადგილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოლანოს ციხე-დარბაზი
- სან-ესტებანის სოფელი
- ეროვნული გმირის ბარტოლომე სალომის სახლი
- ძველი კოლონიური გზა ანუ ესპანელების გზა
- მდინარე სან-ესტებანზე არსებული ხიდი
- ინდიელთა მარილიანი გზა
- ლას-ტრინჩერასის ცენტრი და თერმული აბაზანები
- ვიგირიმის პეტროგლიფები