სამხრეთის რეგიონი (კამერუნი)
რეგიონი | |
---|---|
სამხრეთის რეგიონი ინგლ. South Region ფრანგ. Région du Sud | |
ქვეყანა | კამერუნი |
ადმ. ცენტრი | Ebolowa |
შიდა დაყოფა | Dja-et-Lobo, Mvila, Océan და Vallée-du-Ntem |
კოორდინატები | 2°55′10″ ჩ. გ. 11°09′06″ ა. გ. / 2.91944° ჩ. გ. 11.15167° ა. გ. |
დაარსდა | 1983 |
ფართობი | 47 191 კმ² |
მოსახლეობა | 745 198[1][2][3][4] კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 15,79 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
სამხრეთის რეგიონი (ინგლ. South Region; ფრანგ. Région du Sud) — რეგიონი კამერუნის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კამერუნის აღმოსავლეთის რეგიონს, ჩრდილოეთიდან ცენტრალურ რეგიონს და ჩრდილო-დასავლეთიდან სანაპირო რეგიონს, გარდა ამისა, იგი ესაზღვრება ეკვატორულ გვინეას, გაბონს და კონგოს რესპუბლიკას, დასავლეთიდან გარს ეკვრის ბიაფრის ყურის წყლები. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ებოლოვა
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოადგენს ბანტუს ხალხს, რომლებიც ბეტის ენის დიალექტზე ლაპარაკობენ.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად:
რუკა | დეპარტამენტის სახელი (ქართ.) | დეპარტამენტის სახელი (ფრანგ.) | ფართობი, კმ² |
ადმინისტრაციული ცენტრი |
---|---|---|---|---|
ჯა და ლობო | Dja-et-Lobo | 19 911 | სანგმელიმა
(Sangmélima) | |
მვილა | Mvila | 8697 | ებოლოვა
(Ebolowa) | |
ოკეანი | Océan | 11 280 | კრიბი
(Kribi) | |
ვალე-დუ-ნტემი | Vallée-du-Ntem | 7303 | ამბამი
(Ambam) | |
სულ | 47 191 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკის მთავარი დარგებია: ხე-ტყის წარმოება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და ოკეანის სანაპიროზე ნავთობის მოპოვება. რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორია, ოკეანის სანაპიროზე მდებარე მანგროს ტყეების გარდა, დაკავებულია ტროპიკული ტყეებით.