შინაარსზე გადასვლა

სალმან რუშდი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალმან რუშდი
ურდუ سلمان رشدی
დაბადების თარიღი 19 ივნისი, 1947(1947-06-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (77 წლის)
დაბადების ადგილი მუმბაი, ბომბეის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი[11]
საქმიანობა მწერალი[9] , რომანისტი, ესეისტი, სცენარისტი, საბავშვო მწერალი, მსახიობი[12] და ავტორი[13]
ენა ურდუ ენა, ინგლისური ენა და Kashmiri
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[14]
 აშშ
 ინდოეთი
ალმა-მატერი რაგბის სკოლა, სამეფო კოლეჯი და კათედრალი და ჯონ კონონის სკოლა
ჟანრი მაგიური რეალიზმი
Magnum opus სატანური ლექსები
ჯილდოები ბუკერის პრემია
მეუღლე მარიან უიგინზი[15] , პადმა ლაკშმი, ელიზაბეთ უესტი, კლარისა ლუარდი და Rachel Eliza Griffiths[16]
შვილ(ებ)ი ზაფარ რუშდი[17] და მილან რუშდი[17]
საიტი salmanrushdie.com

აჰმედ სალმან რუშდი (ინგლ. Sir Ahmed Salman Rushdie, ურდუ أحمد سلمان رشدی, ჰინ. अहमद सलमान रुश्‍दी; დ. 19 ივნისი, 1947) — ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელი რომანისტი და ესეისტი. პირველი წარმატება რუშდის მეორე რომანმა „შუაღამის შვილები“ (1981) მოუტანა, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო და პრემიის ისტორიაში საუკეთესო გამარჯვებულად ორჯერ დასახელდა. მწერლის შემოქმედება, რომელიც მაგიურ რეალიზმსა და ისტორიულ პროზას აერთიანებს, აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის მიგრაციაზე, კავშირების გაბმაზე და მათ რღვევაზე მოგვითხრობს. მისი ნაწარმოებების უმრავლესობაში მოქმედება ინდოეთის სუბკონტინენტზე ვითარდება.

მწერლის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“ (1988) მრავალი ქვეყნის მუსლიმთა რისხვის საგანი გახდა. აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ მასზე ფატვას (სიკვდილის განაჩენის) გამოტანის გამო მომდევნო რამდენიმე წელი მას მალვაში ცხოვრებამ მოუწია და მხოლოდ შიგადაშიგ ჩნდებოდა საზოგადოებაში.

1983 წელს რუშდი ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი გახდა. 1999 წელს მან საფრანგეთის მთავრობისგან ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი მიიღო.[18] 2007 წელს მწერალს ელისაბედ II-ისგან ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის რაინდის წოდება მიენიჭა.[19] 2009 წელს ჟურნალი The Times-ის სიაში „50 საუკეთესო ბრიტანელი ავტორი 1945 წლიდან“ რუშდი ოცდამეათე ადგილზე დასახელდა.[20]

2000 წლიდან ავტორი აშშ-ში ცხოვრობს. გარკვეული პერიოდის მანძილზე იგი ემორის უნივერსიტეტში ასწავლიდა. 2015 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის არტურ ლ. კარტერის ჟურნალისტიკის ინსტიტუტმა მას გამორჩეული მწერლის სტატუსი მიანიჭა.[21] რუშდი ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი გახდა. 2012 წელს მან გამოაქვეყნა მემუარი „ჯოზეფ ანტონი“, რომელშიც იგი იხსენებს თავისი ცხოვრების იმ პერიოდს, როცა „ეშმაკეული აიების“ გამო ფატვა გამოუცხადეს.

2022 წლის აგვისტოში, ნიუ-იორკის შტატში საჯარო ლექციის ჩატარებისას რუშდის სცენაზე თავს დაესხნენ. პირველადი მონაცემებით მწერალი დაჭრეს, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს.[22]

დაიბადა ბრიტანეთის ინდოეთის ქალაქ ბომბეიში. მის მამას, ანის აჰმედ რუშდს, კემბრიჯში იურიდიული განათლება ჰქონდა მიღებული, მოგვიანებით კი ბიზნესმენი გახდა. 2012 წლის მემუარში მწერალი იხსნებს, რომ მამამისმა გვარი რუშდი ავეროესის პატივსაცემად აიღო.

რუშდი ბომბეიში გაიზარდა და საშუალო განათლებასაც იქ იღებდა. იგი ლონდონში გადავიდა, სადაც სწავლა რაგბის სკოლაში განაგრძო, შემდეგ კი კემბრიჯის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯში ჩაირიცხა, რომელიც ისტორიაში ხელოვნების მაგისტრის ხარისხით დაამთავრა.[23] კემბრიჯში სწავლის დასრულების შემდეგ რუშდი ხანმოკლე დროით თავის ოჯახთან ერთად პაკისტანში ცხოვრობდა, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა მუდმივად საცხოვრებლად.

მოთხრობების კრებულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „აღმოსავლეთი, დასავლეთი“ / East, West (1994) (მოთხრობები)
  • „აღმოსავლეთის ციალი“/ The East is Blue (2004) (ესსეისტიკა)
  • „იაგუარის ღიმილი: ნიკარაგუული დღიური“ / The Jaguar Smile: A Nicaraguan Journey (1987)
  • „გამოგონილი სამშობლო: ესსე და კრიტიკა“ / Imaginary Homelands: Essays and Criticism, 1981—1991 (1992) (ესსეისტიკა)
  • „ამ ზღვარის გადაკვეთა: ესსეების კრებული“ / Step Across This Line: Collected Nonfiction 1992—2002 (2002)
  1. Encyclopædia Britannica
  2. SNAC — 2010.
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. NooSFere — 1999.
  5. filmportal.de — 2005.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  8. Babelio — 2007.
  9. 9.0 9.1 The Fine Art Archive — 2003.
  10. Munzinger Personen
  11. Deutsche Nationalbibliothek Record #118873520 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. Deutsche Synchronkartei — 1997.
  13. https://www.wikidata.org/wiki/Q44306
  14. https://www.oxfordreference.com/view/10.1093/oi/authority.20110803100433765
  15. Who's who(untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
  16. https://www.newyorker.com/magazine/2023/02/13/salman-rushdie-recovery-victory-city
  17. 17.0 17.1 Lundy D. R. The Peerage
  18. "Rushdie to Receive Top Literary Award დაარქივებული 2012-05-05 საიტზე Wayback Machine. ." Chicago Tribune. 7 January 1999. Retrieved 26 March 2012.
  19. "Birthday Honours List – United Kingdom." The London Gazette 58358(1):B1. 16 June 2007. Retrieved 26 March 2012. დაარქივებული 16 January 2013 საიტზე Wayback Machine. .
  20. "The 50 Greatest British Writers Since 1945". The Times, 5 January 2008. Retrieved 1 January 2010. Subscription required.
  21. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 25 მარტი 2022.
  22. Chappell, Peter (2022-08-12). „Salman Rushdie stabbed on stage in New York“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. ციტირების თარიღი: 2022-08-12.
  23. Salman Rushdie – Literature. ციტირების თარიღი: 24 December 2018
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: