განხილვა:სალმან რუშდი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაშდია თუ რუშდი? - ალ-ო     @ 09:36, 6 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

რუშდია. ამ გვარით გამოიცემა ქართულ ენაზე არსებული მისი თარგმანები.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:19, 21 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
მართალია, ნათარგმნია, როგორც რუშდი და სჯობს, აღარ დავაყოვნოთ. --Saliner 19:21, 16 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

2-3 ადგილზე თავად ინდოელები წარმოთქვამენ. რაშდი არის. რა გვარით გამოიცემა მისი თარგმანები, ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა გვადარდებდეს. ამ რესურსებს რომ შევეშვათ, კიდევ:

დასაწყისშივე წარმოთქვამენ. ასეთს უამრავს მოვიყვან. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:45, 16 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

დიახ, ნამდვილად რაშდი გამოითქმის, მაგრამ რატომღაც რუშდადაა ნათარგმნი. იდენტური შემთხვევა არ არის, მაგრამ სატახტოთა თამაშის დროს აშკარად არასწორად ნათარგმნი სახელი დავტოვეთ, რადგან თავის დროზე თარგმნელმა ასე გადმოიტანა. მოკლედ, იქნებ უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში ვნახოთ, თუ იქნება და მაგით გაირკვეს ყველაფერი. :) --Saliner 11:50, 17 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გარდა ამისა - უცხოურ სტატიაში ნათლად არის მითითებული მისი სახელი გვარი ჰინდიზე (სხვაგანაც იქნება). ნათელს ეგ მოჰფენს. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:27, 17 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამოთქმაზე არცაა დავა. მასე არც შექსპირი გამოითქმის ზუსტად „შექსპირად“, მაგრამ უკვე კარგადაა დამკვიდრებული და აღარც სჭირდება განხილვა. მაშინ გამოდის, რომ მხოლოდ ცნობილ (ესეც სუბიექტურია) ავტორებს ვტოვებთ ისე, როგორცაა ნათარგმნი და სხვებს - არა? P.S. თუ სისწორეზეა საუბარი, ისევ მაინტერესებს, სატახტოთა თამაში რატომ დავტოვეთ? --Saliner 15:11, 17 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ერთი ადამიანია, მეორე წიგნი. ერთი და იგივე ჭრილში ვერ გაიყვან ორივეს. P.S. ამის მიუხედავად, სატახტოთა თამაშის ტახტების თამაშზე გადატანის წინააღმდეგი არ ვარ.--Tornike 15:54, 17 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
მართალი ხარ, ერთ ჭრილში არც გამყავდა, მივუთითე კიდეც. საერთო მიმართების დანახვა მაინც შეიძლება. მე ეს (მთარგმნელის შემოტანილი ვერსიის უცვლელად გადმოტანა), რადგან განხილვა შეწყვეტილია, მიღებულ პრაქტიკად მივიჩნიე და აქაც მხოლოდ ამიტომ განვაახლე განხილვა. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ავირჩიოთ ერთი მიმართულება და მას მივყვეთ ყველგან. :)--Saliner 18:19, 17 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
მეც ეგრე მგონია ისე, სატახტოებზე. სატახტო არის ქალაქი და ტახტი არის ის throne. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:50, 17 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ფათვა სიკვდილის განაჩენი არ არის, ფათვა არის კონკრეტული შემთხვევის შესახებ შარი'ათული გადაწყვეტილება, რომელიც მუფთის (ფათვის გამომტანის) შეხედულებისამებრ, შეიძლება ეფუძნებოდეს ფიყჰის სხვადასხვა წყაროებს. ამ შემთვევაში ეს ფათვა იყო უბრალოდ ზოგადი ჰუქმის (წესის) დაკონკრეტება, როგორც მაგალითად ფარაჯ ფავდას შემთხვევაში. – 77.92.233.155 14:16, 2 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

უკვე გამოიცა[წყაროს რედაქტირება]

უკვე გამოცემულია მისი „შუაღამის შვილები“, სადაც მწერლის გვარი რშდია და არა რშდი. ეს არაფერს ნიშნავს? ისე, იხილეთ სტატიები, სადაც კირილური ანბანებით გადმოიცემა მისი გვარი, ვთქვათ, ბულგარულად, რუსულად, უკრაინულად... აქ ყველა წერია. მაგალითად მოვიყვან ლათინური ანბანის მქონე ენასაც: თურქულად გარკვევით წერია . გამოდის, რომ ყველგან იკითხება და არა . რაც შეეხება მაინც და მაინც ინგლისურ წარმოთქმას, კი ბატონო, -დ გამოითქმის, მაგრამ ეგ კაცი ხომ ინდოელია და არა ინგლისელი...--Leovizza განხილვაწვლილი 16:52, 24 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

სახელის გადარქმევა[წყაროს რედაქტირება]

@David1010: ესე ნაჩქარევად რატომ გადაიტანე გვერდი ახალ სახელზე? იმ ფბ-ზე გამართული განხილვა აქაც უნდა დაფიქსირდეს რომ მომავალში ახალი პრეტენზიები არ გაჩნდეს. აგრეთვე ზემოთ ერთ-ერთი მომხმარებელი:Henry McClean აშკარად სხვა ვარიანტს ემხრობოდა და ამის იგნორი არ უნდა მოხდეს. არგუმენტების სიძლიერით უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება და არა ერთპიროვნულად. — g. balaxaZe 10:13, 27 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ყველა ენაზე რუშდია და მაგიტომ. ეხლა ვიღაც ბრიტანელი თუ ვიდეოში რაშდის ამბობს ეგ არ ნიშნავს, რომ სწორი ფორმა ეგაა. ეგრე ბრიტანელები თბილისს თიბილისს ეძახიან და ამით რამე იცვლება?--დათო1010 10:19, 27 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
მე განხილვაში ან არგუმენტების შეფასებაში არ შემოვდივარ. უბრალოდ აქ უნდა იყოს დაფიქსირებული ის არგუმენტი რატომაც უნდა შეიცვალოს. გავა 1 წელი და მერე სხვა ადამიანი დაიწყებს სხვა რამის მტკიცებას. როგორც ახლა ვხედავთ 2013 წლის განხილვას ისე 2020 წელს უნდა ხედავდნენ 2017 წლის განხილვას. თან არც რეზიუმეში მიგიწერია რამე.— g. balaxaZe 10:22, 27 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]