შინაარსზე გადასვლა

საბანა-კამაგუეის არქიპელაგი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბანა-კამაგუეის არქიპელაგი

კუნძული კაიო-კოკო
გეოგრაფია
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 23°00′ ჩ. გ. 80°00′ დ. გ. / 23.000° ჩ. გ. 80.000° დ. გ. / 23.000; -80.000
ფართობი 75,000 კმ²

საბანა-კამაგუეის არქიპელაგი (ესპ. Archipiélago de Sabana-Camagüey) — კუნძულთა ჯგუფი ატლანტის ოკეანეში, კუბის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ. არქიპელაგი ვრცელდება მატანსასის, ვილია-კლარას, სანქტი-სპირიტუსის, სიეგო-დე-ავილისა და კამაგუეის პროვინციების ჩრდილოეთით. ისაზღვრება ატლანტის ოკეანის წყლებითა და ნიკოლასისა და ძველი ბაჰამის სრუტეებით.

კუნძულთა ჯგუფი ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთიდან (იკაკოსის ნახევარკუნძულიდან) სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ (ნუევიტასის ყურემდე) დაახლოებით 475 კმ-ზე.[1] არქიპელაგის საერთო ფართობია 75,000 კმ².[2] საბანა-კამაგუეის არქიპელაგი მოიცავს 2517 რიფსა და კუნძულს.[1] დასავლეთ ნაწილს შეადგენს ხარდინეს-დელ-რეის არქიპელაგი, რომელიც აერთიანებს მცირე კუნძულებს: კაიო-კოკოს, კაიო-გილერმოს, კაიო-რომანოსა და სხვა.

მარჯნის რიფები და პლაჟები ხელს უწყობენ ტურიზმის განვითარებას.

  1. 1.0 1.1 Mapping Interactivo. (March 2005)Mangroves variability in the Sabana-Camaguay Archipellago. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-08. ციტირების თარიღი: 2007-10-16.
  2. Environment Cuba. Sabana-Camaguey Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-07. ციტირების თარიღი: 2007-10-13. (ესპანური)