ნიკოლასის სრუტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიკოლასის სრუტე (ესპ. Canal de Nicolas ან Canal de San Nicolas) — სრუტე ატლანტის ოკეანეში, კუბის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროსთან. კუბის დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს აღმოსავლეთით 140 კილომეტრში. გაწოლილია საბანის არქიპელაგის ჩრდილოეთით, მისგან დასავლეთით არის სანტარენისა და ძველი ბაჰამის სრუტეები. ნიკოლასის სრუტე ყოფს კუბას ბაჰამის კუნძულების უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისაგან.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]