ხარდინეს-დელ-რეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაიო-კოკოს სანაპირო

ხარდინეს-დელ-რეი (ესპ. Jardines del Rey) — კუნძულთა ჯგუფი ატლანტის ოკეანეში, კუბის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ. სიეგო-დე-ავილისა და კამაგუეის პროვინციების ჩრდილოეთით. შედგება მარჯნის რიფებისაგან. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 200 კმ-ზე. ეკუთვნის საბანა-კამაგუეის არქიპელაგს. კუნძულს სახელი უწოდეს ესპანელმა კონკისტადორებმა 1513 წელს იმდროინდელი ესპანეთის მეფის ფერდინანდ II-ს პატივსაცემად.[1]

არქიპელაგის შემადგენლობაშია ცნობილი კუნძულები კაიო-კოკო და კაიო-გილერმო. ხარდინეს-დელ-რეის არქიპელაგის ტერიტორიაზეა 2002 წელს დაარსებული ელ-ბაგის ბუნებრივი პარკი, რომელიც მდიდარია ფლორითა და ფაუნით. კუნძულ კაიო-კოკოზე მდებარეობს ხარდინეს-დელ-რეის აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cuba Tourism Department. Jardines del Rey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-07. ციტირების თარიღი: 2007-08-10.