მატანსასის პროვინცია
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
ადმ. ცენტრი | მატანსასი |
კოორდინატები | 23°00′00″ ჩ. გ. 82°00′00″ დ. გ. / 23.00000° ჩ. გ. 82.00000° დ. გ. |
ფართობი | 3 732,73 კმ² |
მოსახლეობა | 675 980 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 57,27 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-52 |
ISO 3166 კოდი | CU-04[1] |
ოფიციალური საიტი | http://www.atenas.inf.cu/ |
![]() | |
მატანსასის პროვინცია — კუბის ერთ-ერთი პროვინცია, სიდიდით მეორე ფართობის მხრივ. უდიდესი ქალაქებია კარდენასი, კოლონი, ხოველიანოსი და იგივე სახელწოდების დედაქალაქი — მატანსასი. ასევე გამორჩეულია საკურორტო ქალაქი ვარადერო.
კუბის პროვინციებსა შორის, მატანსასი ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინდუსტრიალიზებულია, ნავთობის ჭაბურღილებით, ქარხნებით და 21 შაქრის გადამამუშავებელი ფაბრიკით, რომელიც პროვინციის მინდვრებზე მოწეულ შაქრის ლერწამზე მუშაობს.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყნის სიდიდით მეორე პროვინცია გამოირჩევა ვაკე რელიეფით, მისი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 380 მეტრზე მდებარეობს.
ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო ძირითადად კლდოვანია, მცირე რაოდენობის პლაჟებით, მაშინ როცა ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო მდიდარია პატარა კუნძულებით და მანგროს ტყეებით სანაპიროს გასწვრივ. აქვე მდებარეობს კუბის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი, იკაკოსის ნახევარკუნძულზე.
სამხრეთ სანაპიროს გააჩნია კუბისათვის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნები: უზარმაზარი საპატის ჭაობი, რომელიც ფარავს როგორც პროვინციის სამხრთ ნაწიულს, ისე საპატის ნახევარკუნძულს.
მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1976—2010 წლებში მატანსასი 14 მუნიციპალიტეტად იყოფოდა.[2] 2011 წლიდან კი ვარადეროს მუნიციპალიტეტი გაუქმდა და კარდენასს შეუერთდა. შედეგად, პროვინცია ამჟამად 13 მუნიციპალიტეტისგან შედგება.
წყარო: 2004 წლის აღწერის მონაცემები.[3] Area from 1976 municipal re-distribution.[4]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ MusicBrainz — MetaBrainz Foundation, 2000.
- ↑ Atenas.cu. Municipalities of Matanzas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-11. ციტირების თარიღი: 2007-10-02.
- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.
|