შინაარსზე გადასვლა

სიეგო-დე-ავილის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
სიეგო-დე-ავილის პროვინცია
Provincia de Ciego de Ávila
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
ადმ. ცენტრი სიეგო-დე-ავილა
კოორდინატები 22°00′00″ ჩ. გ. 78°00′00″ დ. გ. / 22.00000° ჩ. გ. 78.00000° დ. გ. / 22.00000; -78.00000
ფართობი 6946.9 კმ²
მოსახლეობა 422 576 (2010)[1]
სასაათო სარტყელი UTC-5
ოფიციალური საიტი https://www.ciegodeavila.gob.cu/

სიეგო-დე-ავილის პროვინცია — კუბის ერთ-ერთი პროვინცია, რომელიც ძველად კამაგუეის პროვინციის ნაწილი იყო. დედაქალაქია სიეგო-დე-ავილა, რომელიც გაშენებულია კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალზე, სიდიდით მეორე ქალაქია მის ჩრდილოეთით მდებარე მორონი.

კამაგუეის პროვინციისგან გამოყოფილ იქნა 1975 წელს.

პროვინციის ჩრდილოეთ სანაპიროს სიახლოვეს, განლაგებულია ხარდინეს-დელ-რეის-არქიპელაგის რამდენიმე მცირე კუნძული, სადაც განვითარებულია საკურორტო ტურიზმი, მათ შორის უმთავრესებია კაიო-კოკო და კაიო-გილერმო.

ქალაქ მორონსა და ჩრდილოეთ სანაპიროს შორის მდებარეობს რამდენიმე ტბა, მათ შორის ლაგუნა-დე-ლეჩე (რძის ტბა, ეწოდა წყლის თეთრი ფერის გამო, რაც გამოწვეულია კალციუმის ოქსიდის მაღალი შემცველობით), რომელიც უდიდესი ბუნებრივი ტბაა კუბაში.

პროვინციის ცენტრალურ ნაწილში მისდევენ მესაქონლეობას, მთელი პროვინციის მასშტაბით კი შაქრის ლერწმის, ანანასისა და ციტრუსების მოყვანას.

სიეგო-დე-ავილის პროვინცია 10 მუნიციპალიტეტისგან შედგება:

მუნიციპალიტეტიმოსახლეობა
(2004)
ფართობი
(კმ²)
მდებარეობა
ბარაგუა32 40872821°40′56″ ჩ. გ. 78°37′28″ დ. გ. / 21.68222° ჩ. გ. 78.62444° დ. გ. / 21.68222; -78.62444 (Baraguá)
ბოლივია16 61291822°04′30″ ჩ. გ. 78°21′01″ დ. გ. / 22.07500° ჩ. გ. 78.35028° დ. გ. / 22.07500; -78.35028 (Bolivia)
ჩამბასი39 86876922°11′48″ ჩ. გ. 78°54′47″ დ. გ. / 22.19667° ჩ. გ. 78.91306° დ. გ. / 22.19667; -78.91306 (Chambas)
სიეგო-დე-ავილა135 73644521°50′53″ ჩ. გ. 78°45′46″ დ. გ. / 21.84806° ჩ. გ. 78.76278° დ. გ. / 21.84806; -78.76278 (Ciego de Ávila)
სირო-რედონდო29 56058822°01′08″ ჩ. გ. 78°42′10″ დ. გ. / 22.01889° ჩ. გ. 78.70278° დ. გ. / 22.01889; -78.70278 (Ciro Redondo)
ფლორენცია19 81128622°08′51″ ჩ. გ. 78°58′01″ დ. გ. / 22.14750° ჩ. გ. 78.96694° დ. გ. / 22.14750; -78.96694 (Florencia)
მახაგუა26 61754421°55′28″ ჩ. გ. 78°59′26″ დ. გ. / 21.92444° ჩ. გ. 78.99056° დ. გ. / 21.92444; -78.99056 (Majagua)
მორონი60 61261522°06′39″ ჩ. გ. 78°37′40″ დ. გ. / 22.11083° ჩ. გ. 78.62778° დ. გ. / 22.11083; -78.62778 (Morón)
პრიმერო-დე-ენერო27 81371321°56′43″ ჩ. გ. 78°25′08″ დ. გ. / 21.94528° ჩ. გ. 78.41889° დ. გ. / 21.94528; -78.41889 (Primero de Enero)
ვენესუელა27 33371621°45′04″ ჩ. გ. 78°46′44″ დ. გ. / 21.75111° ჩ. გ. 78.77889° დ. გ. / 21.75111; -78.77889 (Venezuela)

წყარო: მოსახლეობის 2004 წლის აღწერა.[2] Area from 1976 municipal re-distribution.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ http://www.one.cu/publicaciones/08informacion/2010unamiradaacuba/03Cuba.pdf
  2. ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  3. ↑ Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.