შინაარსზე გადასვლა

პინატუბო (მთა)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პინატუბო
პინატუბოს ამოფრქვევის სვეტი 1991 წლის 12 ივნისს,
პინატუბოს ამოფრქვევის სვეტი 1991 წლის 12 ივნისს,
კოორდინატები: 15°08′30″ ჩ. გ. 120°21′00″ ა. გ. / 15.14167° ჩ. გ. 120.35000° ა. გ. / 15.14167; 120.35000
ქვეყანა ფილიპინები
ტერიტორიული ერთეული ცენტრალური ლუსონი, პამპანგა, ტარლაკი, სამბალესი
უმაღლესი წერტილი 1 486 (ამჟამინდელი)
1745 (1991 წლის ამოფრქვევამდე)

პინატუბო ― აქტიური სტრატოვულკანი სამბალესის მთებში. მდებარეობს ლუსონის ჩრდილოეთ ნაწილში, ცენტრალური ლუსონის რეგიონში, ფილიპინების სამი პროვინციის: სამბალესის, ტარლაკისა და პამპანგის საზღვარზე.[1][2] 1991 წლამდე ვულკანის ამოფრქვევების შესახებ ინფორმაცია არ იყო ცნობილი.

პინატუბო 1991 წლის 15 ივნისს ამოიფრქვა, რომლის ვულკანური ექსპლოზიურობის ინდექსი 6-ს უდრიდა და XX საუკუნის ისტორიაში მეორე უდიდესი ამოფრქვევა იყო 1912 წელს ალასკაში ნოვარუპტას ამოფრქვევის შემდეგ.[3] ვულკანის ამოფრქვევისას ფილიპინებს ტაიფუნი იუნია დაატყდა თავს, რამაც მახლობელ ქალაქებსა და დასახლებებზე დიდი გავლენა იქონია. წინასწარი ევაკუაციის შედეგად ამოფრქვევას ათასობით ადამიანი გადაურჩა. ამოფრქვევამ მახლობელი დასახლებების ინფრასტრუქტურა გაანადგურა და რამდენიმე წლის მანძილზე მდინარეთა სისტემები შეცვალა.[3][4] 1992-1993 წლებში კალდერის შიგნით მცირე ამოფრქვევები გრძელდებოდა.

1991 წლის ამოფრქვევამ მთელს მსოფლიოზე მოახდინა გავლენა. ამოფრქვევის შედეგად დაახლოებით 10 მილიარდი ტონა მაგმა და 20 მილიონი ტონა გოგირდის დიოქსიდი ამოიფრქვა. 1883 წელს კრაკატაუს ამოფრქვევის შემდეგ სტრატოსფეროში ყველაზე მეტი მავნე ნივთიერება სწორედ პინატუბოს ამოფრქვევისას გამოიყო. მომდევნო თვეებში მავნე ნივთიერებებმა გოგირდმჟავის გლობალური ფენა წარმოქმნა. 1991-1993 წლებში გლობალური ტემპერატურა 0.5°C-ით (0.9 °F) დაეცა,[5] ხოლო ოზონის ხვრელების მაჩვენებელი დროებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.[6]

პინატუბოს რელიეფის რუკა

პინატუბო ფილიპინების დედაქალაქ მანილადან 87 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მთის მახლობლად აშშ-ის ყოფილი სამხედრო ბაზებია განთავსებული. პინატუბოდან 37 კმ-ით სამხრეთით სუბიკის ყურის ამერიკული საზღვაო-სამხედრო ბაზა, ხოლო ვულკანიდან 14 კმ-ით აღმოსავლეთით კლარკის საჰაერო ბაზა მდებარეობდა.[7] ვულკანის სიახლოვეს დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.[8]

1991 წლამდე პინატუბოს მწვერვალი ზღვის დონიდან 1745 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა, ხოლო მახლობელი ვაკეებიდან 600 მეტრის სიმაღლეზე. შედის ვულკანების ჯაჭვში, რომელიც ლუსონის დასავლეთ ნაწილშია გადაჭიმული და სამბალესის მთები ეწოდება. ვულკანი კუადრადოს, ნეგრონისა და მატაბას მთებთან ერთად კაბუსილანის მთიანეთს მიეკუთვნება. ისინი სუბდუქციური ვულკანებია.[9]

პინატუბოს ამოფრქვევამდე უახლესი გეოლოგიური კვლევა 983-1984 წლებში ფ. ჯ. დელფინმა ჩაატარა ფილიპინების ეროვნული ნავთობკომპანიისთვის და მთის ორი ისტორიული პერიოდი გამოყო: „ანტიკური“ და „თანამედროვე“.[10][11]

ანტიკური პინატუბოს აქტივობა 1.1 მილიონი წლის წინ დაიწყო და მთის თანამედროვე პერიოდის დაწყებამდე ათასოით წლით ადრე შეწყდა. დღევანდელი პინატუბოს მახლობლად მდებარე დანაწევრებული მიწები მეტწილად ანტიკური პინატუბოს ნაშთებისგან შედგება. ანტიკურ ხანაში პინატუბო ანდეზიტისა და დაციტის სტრატოვულკანი იყო, რომელიც დღევანდელ პინატუბოსთან შედარებით ნაკლებად აქტიური იყო. ანტიკური ხანის ვულკანური ცენტრი დღევანდელი პინატუბოს ცენტრს ემთხვეოდა. მთის სიმაღლე დაახლოებით 2 300 მეტრი იყო.[10]

პინატუბო 1991 წლის აპრილში, ამოფრქვევამდე 2 თვით ადრე.[12][13]

დაახლოებით ძვ.წ. 33 000 წლისთვის თანამედროვე პინატუბო ანტიკური პინატუბოს კატაკლიზმებისა და ამოფრქვევების შედეგად ჩამოყალიბდა. ამოფრქვევების შედეგად გამოყოფილი ვულკანური ნივთიერებების ზუსტი რაოდენობა უცნობია. შემდგომ პერიოდში ამოფრქვევები ეპიზოდურად ხდებოდა. დელფინმა რამდენიმე პერიოდი გამოყო: საკობიას აქტივობის პერიოდი (ძვ.წ. 15 000), პასბულის აქტივობის პერიოდი (ძვ. წ. 7 000), ქროუ-ვალის აქტივობის პერიოდი (ძვ.წ. 4000-3000), მარაუნოტის აქტივობის პერიოდი (ძვ.წ. 1900-300) და ბუაგის აქტივობის პერიოდი (1500-დან 1991 წლამდე).[10]

7-დან 12 ივნისამდე პინატუბოს ზედაპირს პირველმა მაგმამ მიაღწია. ზედაპირამდე მიღწევამდე ლავამ აირის დიდი ნაწილი დაკარგა, რის გამოც ლავის ფუმბათი შეიქმნა. 12 ივნისს კი მილიონობით კუბური იარდი აირის შემცველმა მაგმამ ზედაპირს მიაღწია და ვულკანი ამოიფრქვა. 1992 წლის ივლისში ვულკანის კალდერაში ლავის ახალი გუმბათი ჩამოყალიბდა. ვულკანოლოგები ახალ ამოფრქვევებს ვარაუდობდნენ და მახლობელ ტერიტორიებზე მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს, თუმცა მხოლოდ მცირე ამოფრქვევები დაფიქსირდა. პინატუბო უკანასკნელად 1993 წელს ამოიფრქვა.[3]

პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტბა პინატუბო, რომელიც 1991 წლის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა, 2008 წელი

პინატუბოს ამოფრქვევამდე დიდი ხნით ადრე, სანამ ვულკანი ცნობილი გახდებოდა, ფილიპინების პრეზიდენტმა რამონ მაგსაისაიმ, სამბალესის მკვიდრმა, პრეზიდენტის თვითმფრინავს პინატუბოს მთა უწოდა. თვითმფრინავი 1957 წელს სებუს პროვინციაში მანუნგალის მთის მახლობლად ჩამოვარდა. კატასტროფას პრეზიდენტისა და ბორტზე მყოფი 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[14]

პინატუბოს კალდერის ფორმა აქვს კაპასში (ტარლაკი) მდებარე მძლეოსნობის სტადიონს.[15]

1991 წლის 15 ივნისს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ჩამოყალიბებული კალდერა და პინატუბოს ტბა ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. სანტა-ხულიანას ბარანგაიდან მთამდე ბილიკი ცნობილი სალაშქრო მარშრუტია.[16]

  • Decker, R. and Decker, B. (1997) Volcanoes, 3rd edition, WH Freeman, New York.
  • McCormick, M. Patrick; et al. (1995). „Atmospheric effects of the Mt Pinatubo eruption“. Nature. 373 (6513): 399–404. Bibcode:1995Natur.373..399M. doi:10.1038/373399a0. S2CID 46437912.
  • Rantucci, Giovanni (1994). Geological Disasters In The Philippines: The July 1990 Earthquake And The June 1991 Eruption of Mount Pinatubo. Description, effects and lessons learned. Philippine Institute of Volcanology and Seismology (PHIVOLCS). ISBN 978-0-7881-2075-6. 
  • Reilly, Benjamin (2009). Disaster and human history: case studies in nature, society and catastrophe. McFarland. ISBN 978-0-7864-3655-2. 
  • Wiesner, Martin G.; Wetzel, Andreas; Catane, Sandra G.; Listanco, Eddie L.; Mirabueno, Hannah T. (2004). „Grain size, areal thickness distribution and controls on sedimentation of the 1991 Mount Pinatubo tephra layer in the South China Sea“. Bulletin of Volcanology. 66 (3): 226–242. Bibcode:2004BVol...66..226W. doi:10.1007/s00445-003-0306-x. S2CID 128818475.
  • Dhot, S. Mt Pinatubo Safety.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Tarlac map. University of Texas in Austin Library. ციტირების თარიღი: August 2, 2011
  2. "Report of the Philippine Commission to the President, 1901 Vol. III", pg. 141. Government Printing Office, Washington, 1901.
  3. 3.0 3.1 3.2 The Cataclysmic 1991 Eruption of Mount Pinatubo, Philippines. ციტირების თარიღი: April 9, 2007
  4. Two Years of Lahars on the Western Flank of Mount Pinatubo: Initiation, Flow Processes, Deposits, and Attendant Geomorphic and Hydraulic Changes. USGS Publications. ციტირების თარიღი: March 7, 2012
  5. Jing-Xia Zhao; Rick E. Holasek; Ronnie C. Torres; Joey McTaggart. The Atmospheric Impact of the 1991 Mount Pinatubo Eruption (1999). ციტირების თარიღი: July 25, 2014
  6. „Mt. Pinatubo's cloud shades global climate“. Science News. ციტირების თარიღი: March 7, 2010.
  7. Tactical Pilotage Chart, Sheet K-11B, Defense Mapping Agency, Department of Defense, 1982.
  8. Philippine Census დაარქივებული September 28, 2013, საიტზე Wayback Machine.
  9. Hiking guide: Central Luzon mountains (May 19, 2008). ციტირების თარიღი: August 21, 2020
  10. 10.0 10.1 10.2 (1996) „Eruptive history of Mount Pinatubo“, FIRE and MUD: Eruptions and Lahars of Mount Pinatubo, Philippines. Philippine Institute of Volcanology and Seismology; University of Washington Press. ISBN 978-0-295-97585-6. 
  11. Villarosa, H.G.; Layugan, D.B.. Geothermal Exploration of the pre-1001 Mount Pinatubo Hydrothermal System. United States Geological Survey Publications. ციტირების თარიღი: March 7, 2012
  12. Photographic Record, Mount Pinatubo. ციტირების თარიღი: August 21, 2020
  13. Photo of Mount Pinatubo
  14. Dominico C. Moneva (March 18, 2006). „Speak out: Magsaysay's death“. SunStar Cebu. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 17, 2008. ციტირების თარიღი: March 21, 2008.
  15. Enriquez, Marge (3 January 2018). „Design duo tapped to build 'city of the future'. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: 9 March 2018.
  16. „Trekking-Mt-Pinatubo“. Philippine Daily Inquirer. May 29, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 14, 2012. ციტირების თარიღი: June 13, 2012.