ოქროს თვალი
ოქროს თვალი | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო, თბილისი |
გამართვის წლები | 2009-დან დღემდე |
დამაარსებლები | ზურაბ გეგენავა |
თარიღები | ოქტომბერი |
ჟანრი | კინო და ტელე ოპერატორების ფესტივალი |
საიტი | |
http://goldeneye.ge/geo/home |
ოქროს თვალი — კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას. ფესტივალი ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის (IFIT) პროექტია. ფესტივალი 2009 წელს ზურაბ გეგენავამ დააფუძნა.
„ოქროს თვალზე“ წარდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური აფასებს. გრან-პრი „ოქროს თვალი“ ენიჭება საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ავტორს.
ფესტივალის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველად „ოქროს თვალი“ 2009 წელის 20-23 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში ჩატარდა. ფესტივალმა დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით და ყოველწლიური სახე მიიღო.
2009 წელს ფესტივალ „ოქროს თვალი“ - ის ფარგლებში გაიმართა ერთ-ერთი ქართველი კინო ოპერატორის ალექსანდრე დიღმელოვის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და საიუბილეო ღონისძიება ალექსანდრე დიღმელოვი - 125.
2010 წლის 23 ოქტომბერს „ოქროს თვალი“ კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს კინო და ტელეოპერატორებმა შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ესტონეთი, აშშ, გერმანია, ნიდერლანდები, ესპანეთი, ხორვატია, ბრაზილია, ინდოეთი, პაკისტანი და ავსტრია.
2011 წლის 22 ოქტომბერს ფესტივალი ქალაქ ბათუმში ჩატარდა. ფესტივალს სპეციალური სტუმრის სტატუსით ესტუმრნენ: ჰირო ნარიტა; ფილ ფარმეტი - კვენტინ ტარანტინოს „ოთხი ოთახის“, „გრაინდჰაუსის“ ოპერატორი და საერთაშორისო კინემატოგრაფიული გილდიის „ლოკალ 600-ის“ წევრი; ჯონათან აბრამსი - „ავატარის“ ერთ-ერთი ოპერატორი და ოპერატორების ასოციაციის სოკის წევრი.
2014 წლის 16-18 ოქტომბერს კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ საქართველოში, თბილისის ივენთ ჰოლში ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სამაუწყებლო ტექნიკის პირველი საერთაშორისო გამოფენა.
გამოფენა საზეიმოდ გახსნა ევროპის რეგიონების ასამბლეის პრეზიდენტმა ჰანდე ოზსან ბოზატლიმ, რომელიც სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში.
ფესტივალის ჟიური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფესტივალის ჟიური საერთაშორისოა და მისი წევრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან.
2009 წლის ჟიურის წევრები:
- ვახტანგ ვარაზი - კინო რეჟისორი, ჟიურის თავმჯდომარე (საქართველო)
- ტურალ ასადოვი - ტელე რეჟისორი, (აზერბაიჯანი)
- სონა აბგარიანი - ტელე რეჟისორი, (სომხეთი)
- სოფო მოსიძე - ჟურნალისტი, (საქართველო)
- მაია არჩვაძე - კინო რეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი (საქართველო)
2010 წლის ჟიურის წევრები:
- ოთარ ლითანიშვილი - კინორეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი - ჟიურის თავმჯდომარე (საქართველო)
- ჯონ ჰენშალი - ტელეოპერატორების გილდიის ვიცე-პრეზიდენტი (დიდი ბრიტანეთი)
- მარია ზონეველდი - ამსტერდამის კინო–ტელე აკადემიის პროფესორი, ვიზუალური ხელოვნების დარგში (ნიდერლანდები)
- არსენ არაკელიანი - ტელე რეჟისორი (სომხეთი)
- ელხან ჯაფაროვი - კინო რეჟისორი (აზერბაიჯანი)
- კახა კახაბრიშვილი - ტელე რეჟისორი, ტელე-რადიო ინსტიტუტის რექტორი (საქართველო)
2011 წლის ჟიურის წევრები:
- ოთარ ლითანიშვილი - კინო რეჟსორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი - ჟიურის თავმჯდომარე (საქართველო)
- შანა ვან ელკი - ოპერატორი, მრავალკამერიანი გადაღებების სპეციალისტი (ნიდერლანდები)
- ჯონ ჰენშალი - ტელეოპერატორების გილდიის ვიცე პრეზიდენტი (დიდი ბრიტანეთი)
- თაკო ფხაკაძე - გაზეთ „პრაიმ თაიმის“ დამფუძნებელი (საქართველო)
- ვუგარ მურადოვი - მხატვარი, აზერბაიჯანის ხელოვანთა გაერთიანების წევრი, აზერბაიჯანელ ფოტოგრაფთა გაერთიანების წევრი (აზერბაიჯანი)
- რომან მუშეგიანი - კინო რეჟისორი (სომხეთი)
2014 წლიდან შეიცვალა შეფასების სისტემა. ფესტივალზე წარდგენილ ნამუშევრებს სელექციისა და საერთაშორისო ჟიური აფასებს. სელექციის ჟიური თითოეულ კატეგორიაში 3 ნომინანტს არჩევს. საერთაშორისო ჟიური თითოეულ კატეგორიაში წარდგენილი 3 ნომინანტიდან გამარჯვებულს ავლენს.
2014 წლის ჟიურის წევრები:
სელექციის ჟიური:
- ოთარ ლითანიშვილი - კინო რეჟისორი, ქართული კინოს აღორძინების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟიურის თავმჯდომარე, (საქართველო)
- მაია არჩვაძე -კინორეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი (საქართველო)
- ზაქარია ჯორჯაძე - კინორეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი (საქართველო)
საერთაშორისო ჟიური:
- ბასა ფოცხიშვილი - კინო რეჟისორი, ჟიურის თავმჯდომარე (საქართველო)
- ჯონ ჰენშალი - სატელევიზიო ოპერატორთა გილდიის ვიცე პრეზიდენტი (დიდი ბრიტანეთი)
- ჰირო ნარიტა - ამერიკის კინოაკადემიის წევრი (აშშ)
- მაქს მესტრონი - კინოფესტივალების ორგანიზატორი (იტალია)
ღონისძიებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფესტივალის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
მწარმოებელი კომპანიების პრეზენტაციები
ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ ტექნიკის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებისთვის პრეზენტაციებსა და სემინარებს ატარებენ, აცნობენ უახლეს ტენდენციებს.
კომპანიების სია შემდეგნაირად გამოიყურება: Sony, Canon, Avid, ინოვატორი, Broadview Software, Evertz, Fujifilm, JVC, Lawo, Linear Acoustic, Litepanels, Monarch, Panasonic, RTS, Sachtler, Snell.
მასტერკლასები სპეციალურად მოწვეული სტუმრებისაგან
ყოველ წელს ფესტივალს სტუმრობს უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც ატარებენ მასტერკლასებს დამწყები თუ პროსეფიონალი ოპერატორებისათვის საინტერესო თემებზე.
საკონკურსო ნამუშევრების ღია ჩვენება
ყოველწლიურად იმართება ნომინირებული ფილმების ღია ჩვენება, რაც მოსულ სტუმრებს აძლევს საშუალებას შეაფასონ ნამუშევრები.
სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წელს „ოქროს თვალის“ ფარგლებში ჩატარდა რეგიონის მასშტაბით პირველი სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობდნენ ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები: Sony, Canon, Avid, ინოვატორი, Broadview Software, Evertz, Fujifilm, JVC, Lawo, Linear Acoustic, Litepanels, Monarch, Panasonic, RTS, Sachtler, Snell.
გამოფენა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს უშუალოდ ეკონტაქტონ სამაუწყებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე მიიღონ ინფორმაცია სიახლეების და ახალი პროდუქტების შესახებ.
გამოფენა საზეიმოდ გახსნა ევროპის რეგიონების ასამბლეის პრეზიდენტმა ჰანდე ოზსან ბოზატლიმ, რომელიც სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში.