ზურაბ გეგენავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ გეგენავა
დაბადების თარიღი 23 იანვარი, 1973 (1973-01-23) (51 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქმიანობა ბიზნესმენი
ორგანიზაცია „ინოვატორი“

ზურაბ გეგენავა (დ. 23 იანვარი, 1973, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე. კომპანია „ინოვატორის“ გენერალური დირექტორი. არის კინო- და ტელე ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს თვალი“ და ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის (IFIT) დამფუძნებელი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ გეგენავა დაიბადა 1973 წლის 23 იანვარს ქალაქ თბილისში. 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.

1993-1995 წლებში საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი „პროგრამა ხსოვნას კოორდინატორი“; 1994-1996 წლებში იგი საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალ „მანას“ ვიცე-პრეზიდენტი იყო; 1995-1996 წლებში მუშაობდა ვიცე-პრემიერის თანაშემწედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში; 1996-1997 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე; 2000-2003 წლებში საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის თავმჯდომარის სამდივნოს უფროსი. 2003-2004 წლებში საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის ადმინისტრაციის უფროსი; 2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი ტელე-რადიო მაუწყებლობის ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2006 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი ტელე-რადიო მაუწყებლობის სერვის ცენტრის დირექტორი.

2006 წელს დააარსა კომპანია „ინოვატორი“ (ყოფილი „ინდენტი“), რომელიც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობს, მისი ძირითადი მიმართულებებია: თანამედროვე სამაუწყებლო ტექნიკის დისტრიბუცია; სისტემური ინტეგრაცია; საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურება.

2010 წელს დააარსა ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდი (IFIT), რომლის მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ხელი შეუწყოს თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას.

2009 წელს დააარსა კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე- და კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას.

2014 წელს დააარსა სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ფესტივალ „ოქროს თვალის“ ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის გამოფენა საქართველოში პირველად ჩატარდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]