ინოვატორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ინოვატორი
ტიპი შპს
დაფუძნდა 2005
დამაარსებელი ზურაბ გეგენავა
მდებარეობა თბილისი, საქართველო
დარგი მაუწყებლობა
პროდუქცია პროფესიული ტექნიკა
თანამშრომელი 25
სერვისის ენა რუსული, ინგლისური

ინოვატორი (ინგლ. innovator) — ქართული წარმოშობის კომპანია, რომელიც საქმიანობს საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნესში.

კომპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობს და მის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

  • თანამედროვე სამაუწყებლო ტექნიკის დისტრიბუცია;
  • სისტემური ინტეგრაცია;
  • პროფესიონალური კონსალტინგი;
  • საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურება;

კომპანია წარმოადგენს ამ სფეროში წამყვანი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენელს. კომპანია ახდენს სამაუწყებლო და კინოტექნიკის დისტრიბუციას. ინოვატორი ასევე საქმიანობს CIS-ის ქვეყნების ტერიტორიაზე.

ინოვატორს აქვს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ ავტორიზირებული სერვის ცენტრი, რომელიც ახორციელებს სამაუწყებლო ტექნიკის საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურებას. ინოვატორს აქვს კომპანია Sony-ს, Panasonic-ის, Vinten-ის, Sachtler-ის, JVC-ისა და Egripment-ის ავტორიზირებული სერვის ცენტრები.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია ინოვატორი დაარსდა 2005 წელს. კომპანიის დამფუძნებელია ზურაბ გეგენავა. წლების განმავლობაში კომპანია სისტემურ ინტეგრატორად ჩამოყალიბდა. კომპანია ხელს უწყობს ტელესაკომუნიკაციო სფეროს განვითარებას. მისი პიველი ნაბიჯი ამ მიზნით იყო საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს თვალის“ ჩატარება 2009 წელს.

კომპანია ინოვატორი 2009 წლიდან დღემდე არის არაკომერციული საწევრო ასოციაცია TRACE-ის წევრი და ასევე ევროპის რეგიონების ასამბლეის ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

პარტნიორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიის პარტნიორები არიან:[საჭიროებს წყაროს მითითებას]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]