ოქროს თვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქროს თვალი“ ამ გვერდზე გადმოდის. ფილმისთვის იხილეთ ოქროსთვალი.
ოქროს თვალი
მდებარეობა დროშა: საქართველო საქართველო, თბილისი
გამართვის წლები 2009-დან დღემდე
დამაარსებლები ზურაბ გეგენავა
თარიღები ოქტომბერი
ჟანრი კინო და ტელე ოპერატორების ფესტივალი
საიტი
http://goldeneye.ge/geo/home

ოქროს თვალი — კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას. ფესტივალი ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის (IFIT) პროექტია. ფესტივალი 2009 წელს ზურაბ გეგენავამ დააფუძნა.

„ოქროს თვალზე“ წარდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური აფასებს. გრან-პრი „ოქროს თვალი“ ენიჭება საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ავტორს.

ფესტივალის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად „ოქროს თვალი“ 2009 წელის 20-23 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში ჩატარდა. ფესტივალმა დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით და ყოველწლიური სახე მიიღო.

2009 წელს ფესტივალ „ოქროს თვალი“ - ის ფარგლებში გაიმართა ერთ-ერთი ქართველი კინო ოპერატორის ალექსანდრე დიღმელოვის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და საიუბილეო ღონისძიება ალექსანდრე დიღმელოვი - 125.

2010 წლის 23 ოქტომბერს „ოქროს თვალი“ კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს კინო და ტელეოპერატორებმა შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ესტონეთი, აშშ, გერმანია, ნიდერლანდები, ესპანეთი, ხორვატია, ბრაზილია, ინდოეთი, პაკისტანი და ავსტრია.

2011 წლის 22 ოქტომბერს ფესტივალი ქალაქ ბათუმში ჩატარდა. ფესტივალს სპეციალური სტუმრის სტატუსით ესტუმრნენ: ჰირო ნარიტა; ფილ ფარმეტი - კვენტინ ტარანტინოს „ოთხი ოთახის“, „გრაინდჰაუსის“ ოპერატორი და საერთაშორისო კინემატოგრაფიული გილდიის „ლოკალ 600-ის“ წევრი; ჯონათან აბრამსი - „ავატარის“ ერთ-ერთი ოპერატორი და ოპერატორების ასოციაციის სოკის წევრი.

2014 წლის 16-18 ოქტომბერს კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ საქართველოში, თბილისის ივენთ ჰოლში ჩატარდა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სამაუწყებლო ტექნიკის პირველი საერთაშორისო გამოფენა.

გამოფენა საზეიმოდ გახსნა ევროპის რეგიონების ასამბლეის პრეზიდენტმა ჰანდე ოზსან ბოზატლიმ, რომელიც სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში.

ფესტივალის ჟიური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფესტივალის ჟიური საერთაშორისოა და მისი წევრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

2009 წლის ჟიურის წევრები:

2010 წლის ჟიურის წევრები:

2011 წლის ჟიურის წევრები:

2014 წლიდან შეიცვალა შეფასების სისტემა. ფესტივალზე წარდგენილ ნამუშევრებს სელექციისა და საერთაშორისო ჟიური აფასებს. სელექციის ჟიური თითოეულ კატეგორიაში 3 ნომინანტს არჩევს. საერთაშორისო ჟიური თითოეულ კატეგორიაში წარდგენილი 3 ნომინანტიდან გამარჯვებულს ავლენს.

2014 წლის ჟიურის წევრები:

სელექციის ჟიური:

საერთაშორისო ჟიური:

  • ბასა ფოცხიშვილი - კინო რეჟისორი, ჟიურის თავმჯდომარე (საქართველო)
  • ჯონ ჰენშალი - სატელევიზიო ოპერატორთა გილდიის ვიცე პრეზიდენტი (დიდი ბრიტანეთი)
  • ჰირო ნარიტა - ამერიკის კინოაკადემიის წევრი (აშშ)
  • მაქს მესტრონი - კინოფესტივალების ორგანიზატორი (იტალია)

ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფესტივალის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

მწარმოებელი კომპანიების პრეზენტაციები

ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ ტექნიკის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებისთვის პრეზენტაციებსა და სემინარებს ატარებენ, აცნობენ უახლეს ტენდენციებს.

კომპანიების სია შემდეგნაირად გამოიყურება: Sony, Canon, Avid, ინოვატორი, Broadview Software, Evertz, Fujifilm, JVC, Lawo, Linear Acoustic, Litepanels, Monarch, Panasonic, RTS, Sachtler, Snell.

მასტერკლასები სპეციალურად მოწვეული სტუმრებისაგან

ყოველ წელს ფესტივალს სტუმრობს უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც ატარებენ მასტერკლასებს დამწყები თუ პროსეფიონალი ოპერატორებისათვის საინტერესო თემებზე.

საკონკურსო ნამუშევრების ღია ჩვენება

ყოველწლიურად იმართება ნომინირებული ფილმების ღია ჩვენება, რაც მოსულ სტუმრებს აძლევს საშუალებას შეაფასონ ნამუშევრები.

სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს „ოქროს თვალის“ ფარგლებში ჩატარდა რეგიონის მასშტაბით პირველი სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობდნენ ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები: Sony, Canon, Avid, ინოვატორი, Broadview Software, Evertz, Fujifilm, JVC, Lawo, Linear Acoustic, Litepanels, Monarch, Panasonic, RTS, Sachtler, Snell.

გამოფენა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს უშუალოდ ეკონტაქტონ სამაუწყებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე მიიღონ ინფორმაცია სიახლეების და ახალი პროდუქტების შესახებ.

გამოფენა საზეიმოდ გახსნა ევროპის რეგიონების ასამბლეის პრეზიდენტმა ჰანდე ოზსან ბოზატლიმ, რომელიც სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]