ნიურნბერგის პროცესი
ნიურნბერგის პროცესი (გერმ. Nürnberger Prozesse, ინგლ. Nuremberg trials, რუს. Нюрнбергский процесс, ფრანგ. Procès de Nuremberg) — მეორე მსოფლიო ომში გერმანელი ომის მთავარი დამნაშავეების გასამართლება საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ ქალაქ ნიურნბერგში (გერმანია). ეს ტრიბუნალი შეიქმნა სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთანხმებით ლონდონში, 1945 წლის 8 აგვისტოს. სამართალში მიცემული იყო ჰიტლერისეული გერმანიის 24 ხელმძღვანელი. ნიურნბერგის პროცესი მიმდინარეობდა 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე. ტრიბუნალის განაჩენით განსასჯელები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად შეთქმულებაში აგრესიული ომის მომზადებისა და წარმოებაში. ტრიბუნალმა ასევე დანაშაულებრივ ორგანიზაციად ცნო ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დამცველი რაზმები: სს, უშიშროების სამსახური (სდ), გესტაპო და ნაცისტური პარტიის შემადგენლობა. ნიურნბერგის პროცესის საერთაშორისო მნიშვნელობა ისაა, რომ მან მთელ მსოფლიოს ამცნო გერმანული ნაციზმისა და მილიტარიზმის საზარელი ბოროტმოქმედება. პირველად განხორციელდა სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულის ჩადენისათვის. 1946 წლის 11 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადასტურა საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რომლებიც აღიარებულია ნიურნბერგის ტრიბუნალის წესდებით და ასახულია მის განაჩენში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიურნბერგის მთავარ სამხედრო დამნაშავეთა სასამართლო პროცესი
- ნიურნბერგის ექიმთა სასამართლო პროცესი
- ნიურნბერგის მილხის სასამართლო პროცესი
- ნიურნბერგის იურისტთა სასამართლო პროცესი
- ნიურნბერგის სს-ის ეკონომიკისა და მართვის მთავარი სამმართველოს სასამართლო პროცესი
- ნიურნბერგის ფლიკის სასამართლო პროცესი
- ნიურნბერგის იგ-ფარბენის სასამართლო პროცესი
- ნიურნბერგის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მებრძოლი გენერლების სასამართლო პროცესი
- ნიურნბერგის სს-ის რასისა და განსახლების მთავარი სამმართველოს სასამართლო პროცესი
- ნიურნბერგის სპეცჯგუფების სასამართლო პროცესი
- ნიურნბერგის კრუპის სასამართლო პროცესი
- ნიურნბერგის ვილჰელმშტრასეს სასამართლო პროცესი
- ნიურნბერგის ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის სასამართლო პროცესი
- აუშვიცის სასამართლო პროცესები
- ბერგენ-ბელსენის სასამართლო პროცესი
- კურიოჰაუსის სასამართლო პროცესი
- დახაუს სასამართლო პროცესები
- მრინავთა სასამართლო პროცესები
- ლაიპციგის სასამართლო პროცესები
- მაიდანეკის სასამართლო პროცესი
- მალმედის სასამართლო პროცესი
- რაფენსბრიუკის სასამართლო პროცესები
- ტოკიოს სასამართლო პროცესები
- ულმის სპეცჯგუფების სასამართლო პროცესი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 448.