Sturmabteilung

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
SA-ს ლოგო

Sturmabteilung, მოიერიშე რაზმები (გერმანული წარმოთქმა: [ˈʃtʊɐ̯mʔapˌtaɪlʊŋ] ( მოსმენა), Sturmabteilung), შემოკლებით — SA, მოიერიშეები, ასევე ცნობილნი როგორც ყავისფერპერანგიანებინაცისტური პარტიის 1921–1945 წლებში არსებული სამხედრო ფორმირებები.

ორგანიზაია შეიქმნა 1921 წლის 3 აგვისტოს „ნებაყოფლობითი კორპუსის“ რამდენიმე ქვედანაყოფის ბაზაზე. იმავე წლის 4 ნოემბერს ორგანიზაციამ თავისი სახელი — „მოიერიშე რაზმები“ მიიღო. ლუდის პუტჩის შემდეგ SA აკრძალეს, თუმცა, ორგანიზაციამ სხვა სახელით გააგრძელა მუშაობა 1925 წლამდე — აკრძალვის მოხსნამდე. აღსანიშნავია, რომ SA-ს ლიდერებს მუდმივად ჰქონდათ უთანხმოებები ნაცისტური პარტიის ლიდერებთან, რაც 1930 წელს შტენესის ამბოხში გადაიზარდა, რის შემდეგაც ადოლფ ჰიტლერი პირადად ჩაუდგა სათავეში SA-ს და ორგანიზაციის უმაღლესი ფიურერი გახდა (თანამდებობას 1945 წლამდე იკავებდა).

Flag of the NSDAP (1920–1945).svg ნაციონალ-სოციალიზმი Reichsadler der Deutsches Reich (1933–1945).svg
ძირითადი ცნებები

დიქტატურა Führerprinzip მემარჯვენე იდეოლოგია შოვინიზმი რასობრივი პოლიტიკა მილიტარიზმი ანტი-დემოკრატიზმი

იდეოლოგია

სახალხო მოძრაობა „25 პუნქტი“ „ჩემი ბრძოლა“ არაადამიანები ნიურნბერგის რასობრივი კანონები გიუნტერის რასობრივი თეორია რასობრივი პოლიტიკა „მეოცე საუკუნის მითი“

ისტორია

ტულეს საზოგადოება გერმანელ მუშათა პარტია ლუდის პუტჩი მესამე რაიხი გრძელი დანების ღამე დამსხვრეული ვიტრინების ღამე მეორე მსოფლიო ომი საბოლოო მოგვარება: ჩეხური საკითხი / ებრაული საკითხი ევროპული ებრაელობის კატასტროფა ჰოლოკოსტი პოლიტიკა საბჭოთა მოქალაქეების მიმართ ნიურნბერგის პროცესი

პერსონები

ადოლფ ჰიტლერი ჰაინრიხ ჰიმლერი ჰერმან გერინგი იოზეფ გებელსი ალბერტ შპეერი რუდოლფ ჰესი

ორგანიზაციები

ნსდაპ Sturmabteilung შუცშტაფელი ჰიტლერიუგენდი გესტაპო Werwolf გერმანელ გოგონათა კავშირი Deutsches Jungvolk გოგონათა კავშირი საზამთრო დახმარება გერმანული სამუშაო ფრონტი Kraft durch Freude რწმენა და სილამაზე განათლება მესამე რაიხში ნაციონალ-სოციალისტური: მექანიზირებული კორპუსი ავიაკორპუსი სახალხო ქველმოქმედება ქალბატონთა ორგანიზაცია სტუდენტთა კავშირი ექიმთა კავშირი მასწავლებელთა კავშირი იურისტთა კავშირი ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი

ნაცისტური პარტიები და მოძრაობები

უნგრეთი ჩრდილოეთი კავკასია ბელგია ნიდერლანდები ჩეჩნეთი ნორვეგია ლატვია ბელარუსი

ნათესაობრივი იდეოლოგიები

ფაშიზმი ნეონაციზმი ინტეგრალური ნაციონალიზმი ანტიკომუნიზმი ნაცისტური ოკულტიზმი

მოიერიშეები დიდ როლს თამაშობდნენ ნაცისტური პარტიის აღზევებაში, თუმცა, 1934 წელს მომხდარი გრძელის დანების ღამის შემდეგ, რომელშიც SA-ს ელიტის „წმენდა“ მოხდა, ორგანიზაციამ თავისი ძველებური მნიშვნელობა დაკარგა, ნაცისტური პარტიის ძირითადადი სამხედრო ორგანიზაცია კი შუცშტაფელი გახდა.

SA-მ 1945 წლამდე იარსება. 1943 წლამდე მას სათავეში ედგა ჰიტლერის მიერ დანიშნული ვიქტორ ლუტცე, მისი ავიაკატასტროფაში გარდაცვალების შემდეგ კი ვილჰელმ შეპმანი, მაგრამ, არსებობის ბოლო 10 წელიწადში მოიერიშეებს დიდი როლი არ ჰქონიათ. შესაძლებელია, რომ ნიურნბერგის პროცესზე SA-ს წევრები ზუსტად ამიტომ არ შერაცხეს დანაშაულებრივ ჯგუფად (შუცშტაფელისგან განსხვავებით), თუმცა, როგორც ნაცისტურ პარტიასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია, აკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • XX საუკუნის ისტორია — ფაშიზმი // TIME // ISBN 978-9941-21-394-6
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sturmabteilung&oldid=3359931“-დან