ჩემი ბრძოლა
„ჩემი ბრძოლა“ | |
---|---|
Mein Kampf | |
1926-1927 წლების გამოცემის გარეყდა | |
ავტორი | ადოლფ ჰიტლერი |
ქვეყანა | გერმანია |
ენა | გერმანული |
ჟანრი | ავტობიოგრაფია, პოლიტიკური თეორია |
გამომცემელი | Eher Verlag |
გამოცემის თარიღი | 18 ივლისი, 1925 |
გვერდი | 720 |
მომდევნო | მეორე წიგნი |
„ჩემი ბრძოლა“ (გერმ. Mein Kampf) — ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული ნაშრომი, რომელიც მან 1925-1926 წლებში გამოსცა.[1]
წიგნში ავტორი თავის მოღვაწეობასა და 1900-1924 წლებში ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე საუბრობს. იგი აქტიურად ეხება პირველი მსოფლიო ომის თემასაც, რომელშიც გერმანიის დამარცხების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კომუნიზმს თვლის, რომელმაც გერმანია 1918 წლის შემოდგომაზე მოიცვა. ჰიტლერი გერმანიის მძიმე მდგომარეობაში ყოფნის მიზეზებს ებრაელებს აბრალებს, რომელთა მთავარი მიზანი, მისი აზრით ქვეყნის გაძარცვა არის. ქვეყნის გარე მტრებად კი ავტორს დასავლეთის ქვეყნები და საბჭოთა კავშირი მიაჩნია.
წიგნში მოცემული მასალა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ იდეოლოგიად იქცა. ნათლად ჩანს ავტორის ანტისემიტიზმი. მაგალითად, იგი დასაბუთებით ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ენა ესპერანტო ითვლება ებრაულ შეთქმულებად. ჰიტლერი იყენებდა ძირითად თეზისებს, იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული იდეოლოგიიდან „ებრაული მუქარის“ შესახებ, რომელიც იუწყებოდა ებრაელების მიერ „მსოფლიოს მონოპოლური დაპყრობის“ შესახებ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mein Kampf ("My Struggle"), Jackie (originally 1925–1926), Reissue edition (September 15, 1998), Publisher: Mariner Books, Language: English, paperback, 720 pages, ISBN 0-395-92503-7