შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ ჩერეპნინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ ჩერეპნინი
250
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1873(1873-05-15)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდ. თარიღი 26 ივნისი, 1945(1945-06-26)[1] [2] [7] [8] (72 წლის)
გარდ. ადგილი Issy-les-Moulineaux[1]
დასაფლავებულია სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაო
ნიკოლოზ ჩერეპნინი ვიკისაწყობში

ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჩერეპნინი (რუს. иколай Николаевич Черепнин; დ. 15 მაისი, 1873, სანქტ-პეტერბურგი — გ. 26 ივნისი, 1945) — რუსი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. დაიბადა სანქტ-პეტერბურგში; სწავლობდა ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ზედამხედველობის ქვეშ მოსკოვის კონსერვატორიაში.

ნიკოლოზ ჩერეპნინი დაიბადა 1873 წლის 15 მაისს სანქტ-პეტერბურგში. ნიკოლოზს დედა ბავშვობის ასაკში გარდაეცვალა. ბავშვობაში, ნიკოლოზს მამა რეგულარულად სცემა: იგი მკაცრი დისციპლინის ზოგად კოდექსს აღასრულებდა.[9]

მამის დაჟინით ნიკოლოზმა სამართალი ხარისხი აიღო, თუმცა ამ დროის განმავლობაში იგი სტაბილურად მუშაობდა კომპოზიციებზე. 1895 წელს დაასრულა კანონის სწავლა [[სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი|სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1898 წელს ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ზედამხედველობის ქვეშ კომპოზიციათა, ხოლო კ. კ. ფან-არხის ზედამხედველობის ქვეში ფორტეპიანოს ხარისხი მიიღო. მისმა ნიჭმა და მაღალმა ოჯახურმა სტატუსმა მას სამსახური დააწყებინა: 1899 წელს მან მუშაობდა „სასამართლო“ სამლოცველოს ორკესტრის მასწავლებლად დაინიშნა. 6 წლის განმავლობაში იგი აღნიშნულ ადგილას ასწავლიდა. შემდეგ სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა და სწავლება აქ განაგრძო. 13 წლის განმავლობაში მას მრავალი გამოჩენილი მოსწავლე ჰყავდა, მათ შორისაა: სერგეი პროკოფიევი, ალექსანდრ გაუკი, იური შაპორინი[10] და ლაზარე სამინსკი.[11]

1902 წელს გახდა რუსეთის სიმფონიური კონცერტების რეგულარული დირიჟორი. მოგვიანებით იგი გამოჩნდა რუსეთის მუსიკალურ საზოგადოებსთან მოსკოვის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად; აღსანიშნავია მისი გამოჩენა ალექსანდრე სილოტისა და ივან ვასელინკოს ისტორიულ კონცერტში; ასევე იგი დირიჟორობდა მარიინსკის თეატრში (1906–1909). ბალაევის წრის წევრი აგრეთვე ჩართული იყო ruzhok sovremennoy muzïki-ში („თანამედროვე მუსიკალური წრე“) და მუშაობდა Mir iskusstva („ხელოვნების მსოფლიო“) მოძრაობასთან.[12] ჩერაპენინი იყო მუსიკოლოგი ალექსანდრე ოსოვსკის მეგობარი.

1907 წელს კონსერვატორიაში ყოფნის დროს დაწერა ალბათ მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ბალეტი Le Pavillon d'Armide. ორი წლის შემდეგ დირიჟორობდა სერგეი დიაგილევის ლეგენდარულ „Ballets Russes“-ის საპრემიერო შესრულებას. იგი Ballets Russes-თან ერთად შესრულებებს ხელმძღვანელობდა ბერლინში, მონტე-კარლოში, პარიზში, რომსა და კოვენტ-გარდენის სამეფო ოპერის თეატრში (ლონდონი).[13] პროფესორობისა და ბალეტში ვალდებულებებთან დამატებით იგი 1908 წელს იგი მარიინსკის თეატრში დირიჟორი გახდა.

1905-1917 წლებში იგი შედიოდა პეტერბურგის კონსერვატორიის მთავარ სამმართველოაში; აღნიშნულ დაწესებულებაში იგი დირიჟორობას ასწავლიდა. 1918 წელს მიიწვიეს თბილისის ეროვნული კონსერვატორიის დირექტორის პოსტზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში. 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაბრუნდა პარიზში და სიცოცხლის დანარჩენი პერიოდი აქვე გაატარა. ნიკოლაი ჩერეპნინი გარდაიცვალა 1945 წლის 26 მაისს.

იგი იყო კომოპიტორისა და პიანისტის, ალექსანდრ ჩეპერინის მამა.

  • Tcherepnin, Nikolay by Christopher Palmer, in 'The New Grove Dictionary of Opera', ed. Stanley Sadie (London, 1992) ISBN 0-333-73432-7
  • Savenko, Svetlana, et al. "Tcherepnin: (1) Nikolay Tcherepnin". 2002. New Grove Dictionary of Music and Musicians. 7 June 2008. [1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #11905647X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. Find a Grave — 1996.
  5. IMSLP — 2006.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. https://www.tcherepnin.com/nikolai/bio_nik.htm
  8. Grove Music OnlineOUP. — doi:10.1093/GMO/9781561592630.ARTICLE.45587
  9. Nikolai's biography on the Tcherepnin Society Website
  10. See article on the Tcherepnin family in the Grove Dictionary
  11. Beate Schroder-Nauenburg, Der Eintritt des Judischen in die Welt der Kunstmusik, Wiesbande, 2007, p. 151
  12. Savenko, Grove Music Online
  13. „News of the Music World“ (PDF). New York Times. October 8, 1911. ციტირების თარიღი: 2008-07-16.