შინაარსზე გადასვლა

იური შაპორინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იური შაპორინი (დ. 27 ოქტომბერი, 1887 — გ. 9 დეკემბერი, 1966, მოსკოვი) — რუსი კომპოზიტორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1954)

1918 წელს დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია. 1919-1934 წლებში იყო ლენინგრადის თეატრების სამუსიკო ნაწილის გამგე. 1940 წლიდან იყო მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი. 1952-1966 წლებში იყო სსრკ-ის კომპოზიტორთა კავშირის მდივანი.

ავტორია ოპერისა „დეკაბრისტები“ (1953), სიმფონია კანტატისა „კულიკოვოს ველზე“ (1939), ორატორიისა „თქმულება რუსული მიწისათვის ბრძოლაზე“ (1944), ასევე სხვა სიმფონიების, სიუიტების, სიმღერების ციკლების, რომანსების, ბალადების, თეატრების და კინოს მუსიკისა.