შინაარსზე გადასვლა

ნეაპოლის პროვინცია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ნეაპოლის პროვინცია
Provincia di Napoli
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი ნეაპოლი
შიდა დაყოფა Acerra, Afragola, Agerola, Anacapri, Arzano, Bacoli, Barano d'Ischia, Boscoreale, Boscotrecase, Brusciano, Caivano, Calvizzano, Camposano, Capri, Carbonara di Nola, Cardito, Casalnuovo di Napoli, Casamarciano, Casamicciola Terme, Casandrino, Casavatore, Casola di Napoli, Casoria, Castellammare di Stabia, Castello di Cisterna, Cercola, Cicciano, Cimitile, Comiziano, Crispano, Ercolano, Forio, Frattamaggiore, Frattaminore, ჯულიანო-ინ-კამპანია, Gragnano, Grumo Nevano, Ischia, Lacco Ameno, Lettere, Liveri, Marano di Napoli, Mariglianella, Marigliano, Massa Lubrense, Massa di Somma, Melito di Napoli, Meta, Monte di Procida, Mugnano di Napoli, ნეაპოლი, ნოლა, Ottaviano, Palma Campania, Piano di Sorrento, Pimonte, Poggiomarino, Pollena Trocchia, Pomigliano d'Arco, Pompei, Portici, Pozzuoli, Procida, Qualiano, Quarto, Roccarainola, San Gennaro Vesuviano, San Giorgio a Cremano, San Giuseppe Vesuviano, San Paolo Bel Sito, San Sebastiano al Vesuvio, San Vitaliano, Sant'Agnello, Sant'Anastasia, Sant'Antimo, Sant'Antonio Abate, Santa Maria la Carità, Saviano, Scisciano, Serrara Fontana, Somma Vesuviana, Sorrento, Striano, Terzigno, ტორე-ანუნციატა, Torre del Greco, Trecase, Tufino, Vico Equense, Villaricca, Visciano და Volla
კოორდინატები 40°50′00″ ჩ. გ. 14°15′00″ ა. გ. / 40.83333° ჩ. გ. 14.25000° ა. გ. / 40.83333; 14.25000
მმართველი Antonio Pentangelo
დაარსდა 27 იანვარი, 1861
ფართობი 1 171,13 კმ²
მოსახლეობა 3 092 859 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 2 640,9 კაცი/კმ²
გაუქმდა 31 დეკემბერი, 2014
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 081
საფოსტო ინდექსი 80121–80147 და 80010–80079
საავტომობილო კოდი NA

ნეაპოლის პროვინცია (იტალ. Provincia di Napoli) — პროვინცია იტალიაში, კამპანიის რეგიონში. დედაქალაქია ნეაპოლი. შედგება 92 კომუნისაგან.

ნეაპოლის პროვინცია ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია იტალიაში. 2001 წლის აღწერის მონაცემებით, იტალიის ექვსი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კომუნა სწორედ ნეაპოლში მდებარეობს, ზოგადად კი 11 პირველი თხუთმეტეულიდან. ფართობი 1 171,13 კმ²-ს შეადგენს, მთლიანი მოსახლეობა კი 3 092 859 ადამიანს (2005).

Map of the province of Naples.
Map of the province of Naples.
ძირითდი კომუნები მოსახლეობა
ნეაპოლი 983 797
ჯულიანო-ინ-კამპანია 108 492
ტორე-დელ-გრეკო 88 540
პოცუოლი 82 503
კაზორია 81 871
კასტელამარე-დი-სტაბია 65 794
აფრაგოლა 63 483
მარანო-დი-ნაპოლი 58 978
პოტიჩი 57 062
ერკოლანო 55 310
ტორე-ანუნციატა 48 720

არეალი განსაკუთრებით ხელსაყრელია ტურიზმისთვის. აქ მოგზაურობენ როგორც თვად იტალიელები, ასევე უცხოელები. ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული რომაული ქალაქის, პომპეის ნანგრევები.[1]

ასევე ცნობილი დესტინაციებია ნეაპოლის ყურეში მდებარე კუნძულები: ისკია, პროჩიდა, კაპრი. ლაპრიზე მდებარეობს ცნობილი ლურჯი მღვიმე, რომლის შიგნითაც ზღვის წყალი თითქოს ქვეშიდან ანათებს.[2]

სორენტინის ნახევარკუნძული უკვე საკმაო ხანია რაც პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და ცნობილია სასმელ ლიმონჩელოთი და ზღვის საუცხოო კლიფებით. მდიდარია ვილებით, ციხესიმაგრეებით, სადარაჯო კოშკებით, ეკლესიებით და ქალაქ ვიკო-ეკუენსეს უძველესი ფერმებით.[3]

პროვინციაში ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია. ეს არეალი ერთ-ერთი პირველი იყო სამხრეთ იტალიაში, რომელმაც სპორტის მიყოლა დაიწყო, როდესაც მისი სხვადასხვა სახეობა 1900-იან წლებში ინგლისელმა მეზღვაურებმა შემოიტანეს. ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია ნაპოლი, რომელმაც ორჯერ მოიგი სერია ა და ერთხელ უეფა-ს თასი, როდესაც მის შემადგენლობაში დიეგო მარადონა თამაშობდა.

დღეისათვის პროვინციაში ფუნქციონირებს ხუთი საფეხბურთო კლუბი, რომლები იტალიის ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგებში ასპარეზობენ. მათ შორის, ნაპოლი — სერია ა-ში, იუვე-სტაბია და სორენტო — მეორე დივიზიონში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ItalianCookingandLiving. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-08-29. ციტირების თარიღი: 2011-11-23.
  2. Italia.it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-25. ციტირების თარიღი: 2011-11-23.
  3. SorrentoTourism.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-10. ციტირების თარიღი: 2011-11-23.