შინაარსზე გადასვლა

ლიმონჩელო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახლში მომზადებული ლიმონჩელო

ლიმონჩელო (იტალ. Limoncello) — იტალიური ლიმონის ლიქიორი, რომელიც ძირითადად სამხრეთ იტალიაში იწარმოება, განსაკუთრებით ნეაპოლის ყურის ირგვლივ, სორენტინის ნახევარკუნძულზე, ამალფის სანაპიროზე, ასევე პროჩიდას, ისკიასა და კაპრის კუნძულებზე.[1] მას ასევე ამზადებენ კალაბრიაში, აბრუცოში, ბაზილიკატაში, აპულიაში, სიცილიაში, სარდინიაში, ლიგურიაში, საფრანგეთის პატარა ქალაქ მენტონსა და მალტის კუნძულ გოზოზე. ჩრდილოეთ იტალიაში სასმელს ხშირად ლიმონჩინოს უწოდებენ. ის პოპულარული სახლში მომზადებული სასმელია, რომლის უამრავი სხვადასხვა რეცეპტია ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ ლიმონჩელოს წარმოშობის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით კამათი მიმდინარეობს, სასმელი სულ ცოტა 100 წლის მაინც არის.[2]

ლიმონჩელოს ოდნავ მღვრიე შესახედაობა აქვს, რაც სასმელში მცირე რაოდენობით (დაახლ. 100 ნანომეტრი) ე.წ "სასიცოცხლო ზეთების" იგივე ეთერზეთების დამატებითაა გამოწვეული.[3] ჰიდროფობური ეთერზეთების სპონტანური ემულგირება წყლისა და ალკოჰოლის ნარევში ოუზოს ეფექტის სახელითაა ცნობილი.

ტრადიციულად, ლიმონჩელო ფემინელოს ჯიშის ლიმონით მზადდება, ისინი ასევე ცნობილია როგორც სორენტოს ან სფუზატოს ლიმონები.[2][4] მათ კანს, რბილობის გარეშე გამოხდილ სპირტში ყრიან, სანამ ზეთს არ გამოიღებენ. მიღებულ ყვითელ სითხეს შემდეგ ე.წ "მარტივ სიროფს" (ასევე ცნობილი როგორც შაქრის ან/და ბარის სიროფი. წყლისა და შაქრის ნარევი) შეურევენ. შაქრისა და წყლის შეფარდება, ისევე როგორც ტემპერატურა გავლენას ახდენს სასმელის ფერსა და სიწმინდეზე, სიბლანტეზე და არომატზე. გაუმჭვირვალე ლიმონჩელოები შაქრის სიროფისა და ლიმონის ზეთების სპონტანური ემულგირების შედეგია (ასევე ცნობილი როგორც ოუზოს ეფექტი).

ლიმონჩელო იტალიაში ყველაზე პოპულარულ ლიქიორთა შორის მეორე ადგილზეა კამპარის შემდეგ.[4] ბოლო პერიოდში მისმა პოპულარობამ ასეევე იმატა აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. აქ რესტორნები უკვე ხშირად სთავაზობენ ლიმონჩელოს თავიანთ კლიენტებს, როგორც სასმელთა მენიუებში, ასევე დესერტადაც.

აშშ-ში სადაც ლიმონჩელოს მოსამზადებლად კალიფორნიულ ლიმონებს იყენებენ, სასმელის წარმოებამ აღმასვლა განიცადა. კალიფორნიაში ლიმონი მთელი წლის განმავლობაში იზრდება და მთლიანი ქვეყნის მოსავლის 90%-ს შეადგენს. ლიმონჩელო კოქტეილების პოპულარული ინგრედიენტია, ვინაიდან ის მათ ძლიერ ლიმონის არომატს ანიჭებს, თუმცა სუფთა ლიმონის წვენისთვის დამახასიათებელი მჟავე და მწარე გემოს გარეშე.

დიდ ბრიტანეთში სასმელსს ლემონჩელოსაც უწოდებენ.

ლიმონჩელოს როგორც წესი სადილის შემდეგ, ცივად მიირთმევენ. ის დიჯესტივოების კლუბს მიეკუთვნება, ანუ სასმელების რომლებიც იტალიელთა აზრით მსუყე სადილის შემდეგ ორგანიზმს მონელებაში ეხმარება. ამალფის სანაპიროს გაყოლებაზე ის პატარა, გაცივებული კერამიკული ჭიქებითაა მორთმეული. ამ ტრადიციამ იტალიის სხვა ნაწილებშიც გადაინაცვლა.[5] ლიმონჩელო ასევე გამოიყენება სხვადასხვა კოქტეილების, ფუნთუშეულისა და ნაყინის მოსამზადებლად.

ალკოჰოლის შემცველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალკოჰოლის შემცველობა შესაძლოა ფართო დიაპაზონში მერყეობდეს, განსაკუთრებით სახლში მომზადებულ ლიმონჩელოებს შორის, თუმცა საშუალოდ ის 25-30% ალკოჰოლს შეიცავს.

ლიმონჩელოს მრავალი სახესხვაობა არსებობს: მელონჩელო (ნესვით მომზადებული. Melone - იტალ. ნესვი), არანჩელო (ფორთოხლით მომზადებული. Arancia - იტალ. ფორთოხალი), ფრაგონჩელო (მარწყვით მომზადებული. Fragola - იტალ. მარწყვი) და სხვ. ასევე არსებობს ვერსია, რომელშიც შაქრის სიროფის ნაცვლად რძეა გამოყენებული. მას კრემა დი ლიმონჩელო ჰქვია და ჩვეულებრივ ლიმონჩელოსთან შედარებით ნაკლებ (დაახლ. 17%) ალკოჰოლს შეიცავს.

  1. Homemade Limoncello Imbibe. Retrieved 10 April 2012.
  2. 2.0 2.1 Charles Perry (September 8, 2004). Taste of a thousand Lemons The Los Angeles Times. Retrieved 10 April 2012.
  3. Chiappisi, Leonardo; Grillo, Isabelle (2018-11-30). Looking into Limoncello: The structure of the Italian Liquor Revealed by Small-Angle Neutron Scattering ACS Omega. 3 (11): 15407–15415.doi/10.1021/acsomega.8b01858. ISSN 2470-1343. PMC 6644077. PMID 31458197.
  4. 4.0 4.1 Jayne Cain (2011). When life gives Italians lemons, they make Limoncello Rick Steves' Europe. Retrieved 10 April 2012.
  5. Valerie Waterhouse (September 2010) 5 Ways to see Italy Travel + Leisure. Retrieved 10 April 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიმონჩელო“-დან