მცირე კავკასიონი
მცირე კავკასიონი (სომხ. Փոքր Կովկաս; აზერ. Kiçik Qafqaz Dağları) — მთათა სისტემა სამხრეთ კავკასიაში, გადაჭიმულია კავკასიონის თითქმის პარალელურად და გამოყოფილია მისგან ამიერკავკასიის ბარით (კოლხეთისა და მტკვრის ღრმულები). ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოფარგლავს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთს.
სიგრძე დაახლოებით 600 კმ-მდე. სიმაღლე 3724 მ აღწევს (მწვერვალი გამიში, მუროვდაღის ქედზე). მცირე კავკასიონის სისტემაში შედის მესხეთის ქედი, თრიალეთის ქედი, ლოქის ქედი, ბაზუმის ქედი, შაჰდაღის ქედი, მუროვდაღის ქედი, ყარაბაღის ქედი. ჩრდილოეთ კალთის დაბალმთიანეთში დასავლეთით უმთავრესად ნოტიო სუბტროპიკული ტყის ლანდშაფტია, აღმოსავლეთით — ქსეროფიტული ტყეებისა და ბუჩქნარის სუბტროპიკული ლანდშაფტები, საშუალმთიანეთში — მთა-ტყის, ხოლო თხემებზე — მთა-მდელოს ლანდშაფტი. სამხრეთ კალთაზე უმთავრესად სტეპი, მეჩხერი ტყე და ბუჩქნარია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 254.