ბაზუმის ქედი
იერსახე
ბაზუმის ქედი | |
---|---|
ბაზუმის ქედი | |
კოორდინატები: 40°55′ ჩ. გ. 44°17′ ა. გ. / 40.917° ჩ. გ. 44.283° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
უმაღლესი წერტილი | ხალაბი |
სიმაღლე | 3016 მ |
სიგრძე | 70 კმ |
ბაზუმის ქედი (სომხ. Բազումի լեռնաշխթա) — ქედი მცირე კავკასიონზე, სომხეთში. სიგრძე დაახლოებით 70 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 3016 მ (მწვერვალი ხალაბი). აგებულია ვულკანოგენურ-დანალექი ქანებითა და გრანიტის ინტრუზივებით. კალთებზე მდელოიანი სტეპებია, თხემურ ნაწილში — სუბალპური და ალპური მდელოები. ბამბაკის ხეობაში ფართოფოთლოვანი ტყეებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 146.