ყარაბაღის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყარაბაღის ქედი
ყარაბაღის ქედი
ყარაბაღის ქედი
კოორდინატები: 39°42′00″ ჩ. გ. 46°44′30″ ა. გ. / 39.70000° ჩ. გ. 46.74167° ა. გ. / 39.70000; 46.74167
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
უმაღლესი წერტილი ბოიუქ-ქირსი
სიმაღლე 2725 
ყარაბაღის ქედი — ამიერკავკასია
ყარაბაღის ქედი

ყარაბაღის ქედი, არცახის ქედი (აზერ. Qarabağ silsiləsi; სომხ. Արցախի լեռնաշղթա) — ქედი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, მცირე კავკასიონზე. გადაჭიმულია მდინარე ტერტერიდან არაქსის ხეობამდე. მაქსიმალური სიმაღლე 2725 მ (მთა ბოიუქ-ქირსი). უმთავრესად აგებულია დანალექი და ვულკანოგენური ქანებით, მათ შორის: ფიქლებით, მერგელებითა და მაგმური ქანებით.[1] ყარაბაღის მთიანეთიდან გამოყოფილია მდინარე ჰაქერის ხეობით, რომელიც მიედინება ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე.[2] ყარაბაღის ქედის კალთები შემოსილია მუხისა და რცხილის ტყით. ზედა ნაწილი ბალახოვანია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]