შაჰდაღის ქედი
იერსახე
შაჰდაღის ქედი | |
---|---|
შაჰდაღის ქედის ხედი ერთ-ერთი სოფლიდან | |
კოორდინატები: 40°24′05″ ჩ. გ. 45°37′32″ ა. გ. / 40.40139° ჩ. გ. 45.62556° ა. გ. | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი სომხეთი |
უმაღლესი წერტილი | დიდი გინალდაღი |
სიმაღლე | 3367 მ |
სიგრძე | 70 კმ |
შაჰდაღის ქედი, სევანის ქედი (სომხ. Սևանի լեռնաշղթա; აზერ. Şahdağ silsiləsi) — ქედი მცირე კავკასიონის სისტემაში. გადაჭიმულია სევანის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე. სიგრძე დაახლოებით 70 კმ, სიმაღლე 3367 მ-მდე. აგებულია ვულკანოგენური ქანებით, ქვიშაქვებითა და სხვა. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, სამხრეთ კალთებზე მთის სტეპია, თხემურ ნაწილში — მაღალი მთის მდელო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 697.