მუფიდე ილჰანი
მუფიდე ილჰანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 ნოემბერი, 1911 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
2 თებერვალი, 1996 ბოდრუმი, მუღლის პროვინცია, თურქეთი |
საქმიანობა | პედაგოგი, პოლიტიკოსი |
მუფიდე ილჰანი (დ.11 თებერვალი, 1911, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია - 2 თებერვალი, 1996, ბოდრუმი, თურქეთი) — თურქი პოლიტიკოსი, პედაგოგი. ქალაქ მერსინის მერი, 1950-იან წლებში. ის იყო პირველი ქალი მერი, თურქეთში.
ბიოგრაფია=
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუფიდე ილჰანი დაიბადა 1911 წლის 11 თებერვალს[1] ქალაქ სტამბოლში. მამამისი იყო მუსტაფა ნაზიფი, არმიის ოფიცერი, ხოლო დედა ემინე, დიასახლისი. იგი მხოლოდ ოთხი წლის იყო, როდესაც მისი მამა ნაფიზი გარდაიცვალა დარდანელის ოპერაციის, გალიპოლის ბრძოლის დროს პირველ მსოფლიო ომში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მუფიდზე გაგზავნეს ანკარაში, სადაც დაასრულა დაწყებითი განათლება.
სტამბოლის განთავისუფლების შემდეგ იგი სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად და საშუალო განათლება დაასრულა კანდილის ქალთა საშუალო სკოლაში. 1928 წელს დაამთავრა მასწავლებელთა კოლეჯი. კოლეჯის დასრულების შემდეგ მან სტამბოლში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
მუფიდე ილხანმა იქორწინა ექიმ ფარუკ ილჰანზე. ქორწინებაში მათ შვიდი შვილი ჰყავდათ. წყვილი ხშირად მოგზაურობდა თურქეთის ქალაქებში. 1937 წელს მუფიდე და ფარუქ ილხანი ბერლინიდან დაბრუნდნენ თურქეთში, მაგრამ შემდეგ კვლავ დატოვეს ქვეყანა, რადგან ფარუქ ილხანს მოუვიდა მოწვევა ქაბულის სამედიცინო უნივერსიტეტიდან, სადაც ის წლების განმავლობაში ასწავლიდა. წყვილი მოგზაურობდა მთელს ერაყში, 1945 წელს წყვილს სურდა თურქეთში დაბრუნება, მაგრამ რადგან ომმა შეუძლებელი გახადა საზღვაო მოგზაურობა, ისინი დაბრუნდნენ ირანში ტრანსპორტით. 1946 წელს თურქეთში დაბრუნების შემდეგ, წყვილი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში [2].
1950 წელს თურქეთის სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა საყოველთაო არჩევნებში, რითაც დასრულდა თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის 27-წლიანი მმართველობა. სწორედ ამ გამარჯვების შედეგად ქალაქ მერსინის მერი გახდა მუფიდე ილჰანი, პირველი ქალი მერი თურქეთის ისტორიაში.
1951 წელს მუფიდე ილჰანი გადადგა მერის თანამდებობიდან და დატოვა პარტია.
1968-1981 წლებში მუფიდე ილჰანი ასწავლიდა გერმანიაში თურქ ემიგრანტებს. იგი ასევე მუშაობდა არაერთ საქველმოქმედო ორგანიზაციებში და დახმარებას უწევდა საავადმყოფოებსა და მერსინის მოხუცთა თავშესაფარს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kudret Ünal:Müfide İlhan, Tarsus Belediyesi Kültür Yayınları, Tarsus, 2013 ISBN 978-605-62343-9-2,p.11
- ↑ İçel Sanat Kulübü dergisi, 175, Abdullah Ayan: Bilinmeyen Müfide İlhan