მიშა ფეიქრიშვილი
მიშა ფეიქრიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 აგვისტო, 1981 საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | ჟურნალისტი |
მიშა ფეიქრიშვილი (დ. 2 აგვისტო, 1981) — ქართველი ჟურნალისტი.
2003 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
2003–2007 წლებში იყო „რადიო იმედის“ რეპორტიორი. 2004-2005 წლებში სწავლობდა პოლიტიკური სწავლების სკოლაში. 2007-2012 წლებში იყო „რადიო იმედის“ პოლიტიკური თოქ-შოუ „ყველა კითხვა მიშა ფეიქრიშვილთან ერთად“ ავტორი და წამყვანი. 2012-2015 წლებში ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ რეპორტიორი. 2015-2017 წლებში იყო ტელეკომპანია GDS-ის ჟურნალისტი. 2017-2018 წლებში — საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ რეპორტიორი.
2018-2019 წლებში იყო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. 2019-2021 წლებში — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი. 2021 წლიდან დღემდე — საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი. [წყარო არ არის მითითებული 1232 დღე]
2012 წელს, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა „ოქროს ფრთა“, დააჯილდოვა საუკეთესო პოლიტიკური თოქშოუსთვის.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიშა ფეიქრიშვილის პროფილი 1tv.ge-ზე[მკვდარი ბმული]
- მიშა ფეიქრიშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
- მიშა ფეიქრიშვილი Facebook-ზე.