მედეა ჯაბუა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მედეა ჯაბუა}} |
ეს სტატია უკატეგორიოა. |
მედეა ჯაბუა (დ. 1943) — დიზაინერი, მხატვარი, პედაგოგი
ბიოგრაგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1968 წელს. მისი პედაგოგები იყვნენ ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია და თეიმუაზ ყუბანეიშვილი. ასპირანტურა გაიარა ანდრეი გონჩაროვის ხელმძღვანელობით მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში, სადაც ბეჭდვით პროდუქციას მხატვრულად აფორმებდა. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ბეჭდური გრაფიკის განვითარებაში. დაასურათა და გააფორმა ორასამდე წიგნი. მათ შორის „1001 ღამე“, „რობინ ჰუდი“, „მერი პოპინსი“, აკაკი წერეთლის საბავშვო ლექსები, გრიგოლ აბაშიძის ლექსების კრებული და პარმენ მარგველაშვილის რედაქტორობით გამოცემული დავით კაკაბაძის შემოქმედების ამსახველი სამი ტომი. მედეა ჯაბუას რედაქტირებით გამოიცა ლადო გრიგოლიას შრიფტის სახელმძღვანელო; შექმნილი აქვს შრიფტის გარნიტურები ორენოვანი საგზაო ნიშნებისთვის. მისი ნამუშევრები ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. მხატვარი-გრაფიკოსი, წიგნის დიზაინერი, დოცენტი.
ლექსიკონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- [ალექსანდრე გაბუნია, „ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია“, 2022, თბილისი, გვ. 238-239]