მეგალოდონი
მეგალოდონი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რეკონსტრუქცია | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Carcharocles megalodon (Agassiz, 1843)[1] | |||||||||||||||
სინონიმები[2][3][4][5] | |||||||||||||||
სინონიმების სია
| |||||||||||||||
|
მეგალოდონი (ლათ. Carcharocles megalodon) — ზვიგენის გადაშენებული სახეობა. ითვლება ყველა დროის უდიდეს ზვიგენად და, შესაბამისად, უდიდეს თევზად მსოფლიოს ისტორიაში. აღმოჩენილი ნაშთების საფუძველზე მის არსებობას მოიაზრებენ ადრეული მიოცენიდან (დაახლ. 23 მლნ წლის წინ) პლიოცენის დასარულამდე (დაახლ. 2,6 მლნ წლის წინ). სიტყვა „მეგალოდონი“ ბერძნული ენიდან მოდის და „გიგანტურ კბილს“ ნიშნავს.[6] 2020 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, მეგალოდონი სიგრძეში 16 მეტრს აღწევდა (დიდ თეთრ ზვიგენს 3-ჯერ აღემატებოდა), თავი დაახლ. 4,65 მეტრი იყო, ზურგის ფარფლი ზრდასრული ადამიანის სიმაღლეს უტოლდებოდა, ხოლო კუდი 3,85 მეტრს შეადგენდა.[7]
ნაშთები ნაპოვნია წყალმარჩხ ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში, ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტის სანაპირო ზოლთან ახლოს და კონტინენტური შელფის რეგიონებში. კბილის ფორმით ჰგავდა თანამედროვე დიდ თეთრ ზვიგენს, განიხილება მასთან ნათესაური კავშირი, თუმცა ეს ჯერჯერობით მაინც კვლევის საგანია. სავარაუდოდ წარმოადგენდა კვების პირამიდის უმაღლეს საფეხურს. ნადირობდა კბილიან და უკბილო ვეშაპებზე, სირენებზე და სელაპებზე. ზრდასრულს ბუნებრივი მტერი ფაქტობრივად არ ჰყავდა, მოზარდი შესაძლოა სხვა ზვიგენების მსხვერპლი გამხდარიყო. მეგალოდონის გადაშენება დაკავშირებულია ოკეანის ტემპერატურის კლებასთან, რაც კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვია; ერთ-ერთ ფაქტორად განიხილება მისი ძირითადი მსხვერპლის, უკბილო ვეშაპების, ხელმისაწვდომობის შემცირება და ბუნებრივი კონკურენტების — მაგალითად, დიდი თეთრი ზვიგენის, ცელნამგალა ვეშაპის — ზრდა.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეგალოდონი
- Dykens, M.. ; Gillette, LSDNHM Fossil Field Guide: Carcharodon megalodon, Giant "Mega-Tooth" Shark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-13. ციტირების თარიღი: 2012-04-29.
- იურული პერიოდის ზვიგენი დაარქივებული 2009-06-04 საიტზე Wayback Machine.
- სტატია საიტზე prehistoric-wildlife.com დაარქივებული 2021-03-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Agassiz, Louis (1843). Recherches sur les poissons fossiles (ფრანგული). Neuchatel: Petitpierre, გვ. 41.
- ↑ Otodus (Megaselachus) megalodon (Agassiz, 1837). shark-references.com. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2017.
- ↑ Eastman, C. R. (1904). Maryland Geological Survey. Baltimore, Maryland: Johns Hopkins University, გვ. 82.
- ↑ Cappetta, H. (1987). „Mesozoic and Cenozoic Elasmobranchii“, Handbook of Paleoichthyology. München, Germany: Friedrich Pfeil. ISBN 978-3-89937-046-1. OCLC 829906016.
- ↑ Hay, O. P. (1901). „Bibliography and Catalogue of the Fossil Vertebrata of North America“. Bulletin of the United States Geological Society (179): 308.
- ↑ 6.0 6.1 Rafferty, John P.. (2019-02-15) Megalodon. Encyclopædia Britannica. britannica.com. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2020.
- ↑ Demuth, Oliver. (2020-09-03) Shark researchers size up real 'Megalodon' for first time. BBC News. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2020.