შინაარსზე გადასვლა

მარგარეტ კორტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ კორტი

კორტი 1970 წელს
ქვეყანა (სპორტი) ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საცხოვრებელი ადგილი პერთი, ავსტრალია
დაიბადა 16 ივლისი, 1942 (1942-07-16) (82 წლის)
ოლბერი, ავსტრალია
სიმაღლე 175 სმ.
პროფესიონალი 1960
კარიერა დაასრულა 1977
თამაში მემარჯვენე
დიდების დარბაზი 1979 (წევრის გვერდი)
ერთეულები
ტიტულები კარიერაში 92 (მხოლოდ პროფესიონალური ეპოქა)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1969, 1970, 1971, 1973)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1962, 1964, 1969, 1970, 1973)
უიმბლდონი გამარჯვება (1963, 1965, 1970)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1962, 1965, 1969, 1970, 1973)
წყვილები
ტიტულები კარიერაში 48 (მხოლოდ პროფესიონალური ეპოქა)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1961, 1962, 1963, 1965, 1969, 1970, 1971, 1973)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1964, 1965, 1966, 1973)
უიმბლდონი გამარჯვება (1964, 1969)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1963, 1968, 1970, 1973, 1975)
წყვილთა სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1973, 1975)
შერეული წყვილები
ტიტულები კარიერაში 19 (მხოლოდ პროფესიონალური ეპოქა)
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1963, 1964, 1965, 1969)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1963, 1964, 1965, 1969)
უიმბლდონი გამარჯვება (1963, 1965, 1966, 1968, 1975)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1969, 1970, 1972)
გუნდური შეჯიბრები
ფედერაციის თასი გამარჯვება (1964, 1965, 1968, 1971)
ბოლოს განახლდა: 4 ნოემბერი, 2018.

მარგარეტ კორტი (ინგლ. Margaret Court; დ. 16 ივლისი, 1942, ოლბერი, ავსტრალია) — ავსტრალიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4].

კორტს ქალთა ჩოგბურთში ყველაზე მეტი – 24 დიდი სლემის ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. აქედან რეკორდული 11 ავსტრალიის ღია პირველობა, 5 საფრანგეთის ღია პირველობა, 5 აშშ-ის ღია პირველობა და 3 უიმბლდონი. დიდი სლემის ტურნირებზე მან 210 მატჩი მოიგო და მხოლოდ 23 წააგო (90.12%). ავსტრალიის დიდ სლემზე მისი მოგება-წაგების ბალანსი 61–3 (95.31%) იყო, საფრანგეთის ღია პირველობაზე 47–5 (90.38%), აშშ-ის ღია პირველობაზე 51–6 (89.47%), ხოლო უიმბლდონზე 51–9 (85.10%). 1970 წელს ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა წელიწადის ოთხივე დიდი სლემის ტურნირი მოიგო ერთეულებში და გახდა პროფესიონალურ ეპოქაში პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც ეს შეძლო. აღნიშნულის გამეორება მხოლოდ შტეფი გრაფმა შეძლო 1988 წელს. ჯამში კორტმა 47-ჯერ იასპარეზა დიდი სლემის ტურნირებზე და აქედან 24, ანუ ნახევარზე მეტი მოიგო. აღსანიშნავია, რომ მან მშობიარობის შემდეგ სამი დიდი სლემის მოგება შეძლო ერთეულთა თანრიგში, რითიც იგი ერთგვარ რეკორდს იზიარებს კიმ კლეისტერსთან[5].

მარგარეტ კორტმა წყვილებში 19 დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო, აქედან 8 ავსტრალიის ღია პირველობის, 5 აშშ-ის ღია პირველობის, 4 საფრანგეთის ღია პირველობის და 2 უიმბლდონის. ავსტრალიელს ასევე რეკორდი აქვს შერეული წყვილების დიდი სლემის ტიტულებში – მან 21 ტურნირი მოიგო, აქედან 8 აშშ-ის ღია პირველობა, 5 უიმბლდონი, 4 ავსტრალიის ღია პირველობა და 4 საფრანგეთის ღია პირველობა. 1963 და 1965 წლებში, მან წელიწადის ოთხივე დიდი სლემის ტურნირი მოიგო შერეულ წყვილებში.

კორტი მარტინა ნავრატილოვასთან და დორის ჰარტთან ერთად ერთადერთია, ვინც ყველა დიდი სლემის ტურნირი მოიგო ერთეულებშიც, წყვილებშიც და შერეულ წყვილებშიც. თუმცა ავსტრალიელის რეკორდები უნიკალურია იმით, რომ მან აღნიშნულის მიღწევა ორჯერ შეძლო, როგორც პროფესიონალურ ეპოქამდე, ასევე მის შემდეგ.

ჯამში მარგარეტ კორტს ერთეულებში, წყვილებში და შერეულ წყვილებში 64 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია მამაკაცთა, თუ ქალთა ჩოგბურთში. სანაკრებო დონეზე, კორტმა ოთხჯერ მოიგო ფედერაციის თასი ავსტრალიის ნაკრებთან ერთად. 1979 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1960 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ბალახი ავსტრალიის დროშა ჯენ ლიჰეინი 7–5, 6–2
გამარჯვება 1961 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ბალახი ავსტრალიის დროშა ჯენ ლიჰეინი 6–1, 6–4
გამარჯვება 1962 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ბალახი ავსტრალიის დროშა ჯენ ლიჰეინი 6–0, 6–2
გამარჯვება 1962 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური 6–3, 3–6, 7–5
გამარჯვება 1962 აშშ-ის ღია პირველობა (1) ბალახი აშშ-ის დროშა დარლენ ჰარდი 9–7, 6–4
გამარჯვება 1963 ავსტრალიის ღია პირველობა (4) ბალახი ავსტრალიის დროშა ჯენ ლიჰეინი 6–2, 6–2
გამარჯვება 1963 უიმბლდონი (1) ბალახი აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი 6–3, 6–4
მარცხი 1963 აშშ-ის ღია პირველობა ბალახი ბრაზილიის დროშა მარია ბუენო 5–7, 4–6
გამარჯვება 1964 ავსტრალიის ღია პირველობა (5) ბალახი ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური 6–3, 6–2
მარცხი 1964 უიმბლდონი ბალახი ბრაზილიის დროშა მარია ბუენო 4–6, 9–7, 3–6
გამარჯვება 1964 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა ბრაზილიის დროშა მარია ბუენო 5–7, 6–1, 6–2
გამარჯვება 1965 ავსტრალიის ღია პირველობა (6) ბალახი ბრაზილიის დროშა მარია ბუენო 5–7, 6–4, 5–2 შეწყვიტა
მარცხი 1965 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური 3–6, 4–6
გამარჯვება 1965 უიმბლდონი (2) ბალახი ბრაზილიის დროშა მარია ბუენო 6–4, 7–5
გამარჯვება 1965 აშშ-ის ღია პირველობა (2) ბალახი აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი 8–6, 7–5
გამარჯვება 1966 ავსტრალიის ღია პირველობა (7) ბალახი აშშ-ის დროშა ნენსი რიჩი ტექნიკური მოგება
მარცხი 1968 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი 1–6, 2–6
↓ პროფესიონალური ეპოქა ↓
გამარჯვება 1969 ავსტრალიის ღია პირველობა (8) ბალახი აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი 6–4, 6–1
გამარჯვება 1969 საფრანგეთის ღია პირველობა (3) თიხა გაერთიანებული სამეფოს დროშა ენ ჯონსი 6–1, 4–6, 6–3
გამარჯვება 1969 აშშ-ის ღია პირველობა (3) ბალახი აშშ-ის დროშა ნენსი რიჩი 6–2, 6–2
გამარჯვება 1970 ავსტრალიის ღია პირველობა (9) ბალახი ავსტრალიის დროშა კერი მელვილ რიდი 6–1, 6–3
გამარჯვება 1970 საფრანგეთის ღია პირველობა (4) თიხა დასავლეთ გერმანიის დროშა ჰელგა ნისენი 6–2, 6–4
გამარჯვება 1970 უიმბლდონი (3) ბალახი აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი 14–12, 11–9
გამარჯვება 1970 აშშ-ის ღია პირველობა (4) ბალახი აშშ-ის დროშა როზმარი კაზალსი 6–2, 2–6, 6–1
გამარჯვება 1971 ავსტრალიის ღია პირველობა (10) ბალახი ავსტრალიის დროშა ივონ გულაგონგ კოული 2–6, 7–6, 7–5
მარცხი 1971 უიმბლდონი ბალახი ავსტრალიის დროშა ივონ გულაგონგ კოული 4–6, 2–6
გამარჯვება 1973 ავსტრალიის ღია პირველობა (11) ბალახი ავსტრალიის დროშა ივონ გულაგონგ კოული 6–4, 7–5
გამარჯვება 1973 საფრანგეთის ღია პირველობა (5) თიხა აშშ-ის დროშა კრის ევერტი 6–7, 7–6, 6–4
გამარჯვება 1973 აშშ-ის ღია პირველობა (5) ბალახი ავსტრალიის დროშა ივონ გულაგონგ კოული 7–6, 5–7, 6–2
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 1960 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი ავსტრალიის დროშა ლორეინ კოფლენი ბრაზილიის დროშა მარია ბუენო
აშშ-ის დროშა კრისტინ ტრუმენი
2–6, 7–5, 2–6
გამარჯვება 1961 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ბალახი ავსტრალიის დროშა მერი კარტერ რეიტანო ავსტრალიის დროშა მერი ჰოტონი
ავსტრალიის დროშა ჯენ ლიჰეინი
6–4, 3–6, 7–5
მარცხი 1961 უიმბლდონი ბალახი ავსტრალიის დროშა ჯენ ლიჰეინი აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
აშშ-ის დროშა კარენ ჰანცე ზუსმანი
3–6, 4–6
გამარჯვება 1962 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ბალახი ავსტრალიის დროშა რობინ ებბერნი აშშ-ის დროშა დარლენ ჰარდი
ავსტრალიის დროშა მერი კარტერ რეიტანო
6–4, 6–4
მარცხი 1962 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა აშშ-ის დროშა ჟუსტინა ბრიკა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სანდრა რეინოლდსი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა რენე შურმანი
4–6, 4–6
გამარჯვება 1963 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ბალახი ავსტრალიის დროშა რობინ ებბერნი ავსტრალიის დროშა ჯენ ლიჰეინი
ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური
6–1, 6–3
მარცხი 1963 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა ავსტრალიის დროშა რობინ ებბერნი გაერთიანებული სამეფოს დროშა ენ ჯონსი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა რენე შურმანი
5–7, 4–6
მარცხი 1963 უიმბლდონი ბალახი ავსტრალიის დროშა რობინ ებბერნი ბრაზილიის დროშა მარია ბუენო
აშშ-ის დროშა დარლენ ჰარდი
6–8, 7–9
გამარჯვება 1963 აშშ-ის ღია პირველობა (1) ბალახი ავსტრალიის დროშა რობინ ებბერნი ბრაზილიის დროშა მარია ბუენო
აშშ-ის დროშა დარლენ ჰარდი
4–6, 10–8, 6–3
მარცხი 1964 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი ავსტრალიის დროშა რობინ ებბერნი ავსტრალიის დროშა ჯუდი ტეგარტ დალტონი
აშშ-ის დროშა ლესლი ტერნერ ბოური
4–6, 4–6
გამარჯვება 1964 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური არგენტინის დროშა ნორმა ბეილონი
დასავლეთ გერმანიის დროშა ჰელგა შულცი
6–3, 6–1
გამარჯვება 1964 უიმბლდონი (1) ბალახი ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
აშშ-ის დროშა კარენ ჰანცე ზუსმანი
7–5, 6–2
მარცხი 1964 აშშ-ის ღია პირველობა ბალახი ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
აშშ-ის დროშა კარენ ჰანცე ზუსმანი
6–3, 2–6, 4–6
გამარჯვება 1965 ავსტრალიის ღია პირველობა (4) ბალახი ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური ავსტრალიის დროშა რობინ ებბერნი
აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
1–6, 6–2, 6–3
გამარჯვება 1965 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური საფრანგეთის დროშა ფრანსუაზა დიური
საფრანგეთის დროშა ჟანინ ლიფრიგი
6–3, 6–1
მარცხი 1966 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური აშშ-ის დროშა კეროლ კოლდუელ გრებნერი
აშშ-ის დროშა ნენსი რიჩი
4–6, 5–7
გამარჯვება 1966 საფრანგეთის ღია პირველობა (3) თიხა ავსტრალიის დროშა ჯუდი ტეგარტ დალტონი ავსტრალიის დროშა ჯილ ბლეკმენი
ავსტრალიის დროშა ფეი ტოინი
4–6, 6–1, 6–1
მარცხი 1966 უიმბლდონი ბალახი ავსტრალიის დროშა ჯუდი ტეგარტ დალტონი ბრაზილიის დროშა მარია ბუენო
აშშ-ის დროშა ნენსი რიჩი
3–6, 6–4, 4–6
↓ პროფესიონალური ეპოქა ↓
გამარჯვება 1968 აშშ-ის ღია პირველობა (2) ბალახი ბრაზილიის დროშა მარია ბუენო აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
აშშ-ის დროშა როზმარი კაზალსი
4–6, 9–7, 8–6
გამარჯვება 1969 ავსტრალიის ღია პირველობა (5) ბალახი ავსტრალიის დროშა ჯუდი ტეგარტ დალტონი აშშ-ის დროშა როზმარი კაზალსი
აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
6–4, 6–4
მარცხი 1969 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა აშშ-ის დროშა ნენსი რიჩი გაერთიანებული სამეფოს დროშა ენ ჯონსი
საფრანგეთის დროშა ფრანსუაზა დიური
0–6, 6–4, 5–7
გამარჯვება 1969 უიმბლდონი (2) ბალახი ავსტრალიის დროშა ჯუდი ტეგარტ დალტონი აშშ-ის დროშა პატრისია ჰოგანი
აშშ-ის დროშა პეგი მიჩელი
9–7, 6–2
მარცხი 1969 აშშ-ის ღია პირველობა ბალახი გაერთიანებული სამეფოს დროშა ვირჯინია უეიდი საფრანგეთის დროშა ფრანსუაზა დიური
აშშ-ის დროშა დარლენ ჰარდი
6–0, 3–6, 4–6
გამარჯვება 1970 ავსტრალიის ღია პირველობა (6) ბალახი ავსტრალიის დროშა ჯუდი ტეგარტ დალტონი ავსტრალიის დროშა კერი მელვილ რიდი
ავსტრალიის დროშა კერი ჰარისი
6–3, 6–1
გამარჯვება 1970 აშშ-ის ღია პირველობა (3) ბალახი ავსტრალიის დროშა ჯუდი ტეგარტ დალტონი აშშ-ის დროშა როზმარი კაზალსი
გაერთიანებული სამეფოს დროშა ვირჯინია უეიდი
6–3, 6–4
გამარჯვება 1971 ავსტრალიის ღია პირველობა (7) ბალახი ავსტრალიის დროშა ივონ გულაგონგ კოული ავსტრალიის დროშა ჯილ ემერსონი
ავსტრალიის დროშა ლესლი ჰანტი
6–0, 6–0
მარცხი 1971 უიმბლდონი ბალახი ავსტრალიის დროშა ივონ გულაგონგ კოული აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
აშშ-ის დროშა როზმარი კაზალსი
3–6, 2–6
მარცხი 1972 აშშ-ის ღია პირველობა ბალახი გაერთიანებული სამეფოს დროშა ვირჯინია უეიდი საფრანგეთის დროშა ფრანსუაზა დიური
ნიდერლანდების დროშა ბეტი სტოვე
3–6, 6–1, 3–6
გამარჯვება 1973 ავსტრალიის ღია პირველობა (8) ბალახი გაერთიანებული სამეფოს დროშა ვირჯინია უეიდი ავსტრალიის დროშა კერი ჰარისი
ავსტრალიის დროშა კერი მელვილ რიდი
6–4, 6–4
გამარჯვება 1973 აშშ-ის ღია პირველობა (4) ბალახი გაერთიანებული სამეფოს დროშა ვირჯინია უეიდი აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
აშშ-ის დროშა როზმარი კაზალსი
3–6, 6–3, 7–5
გამარჯვება 1973 საფრანგეთის ღია პირველობა (4) თიხა გაერთიანებული სამეფოს დროშა ვირჯინია უეიდი საფრანგეთის დროშა ფრანსუაზა დიური
ნიდერლანდების დროშა ბეტი სტოვე
6–2, 6–3
მარცხი 1975 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი საბჭოთა კავშირის დროშა ოლგა მოროზოვა ავსტრალიის დროშა ივონ გულაგონგ კოული
აშშ-ის დროშა პეგი მიჩელი
6–7, 6–7
გამარჯვება 1975 აშშ-ის ღია პირველობა (5) თიხა გაერთიანებული სამეფოს დროშა ვირჯინია უეიდი აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
აშშ-ის დროშა როზმარი კაზალსი
7–5, 2–6, 7–6

შერეული წყვილები: 25 (21–4)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1961 აშშ-ის ღია პირველობა (1) ბალახი ავსტრალიის დროშა რობერტ მარკი აშშ-ის დროშა დენის რალსტონი
აშშ-ის დროშა დარლენ ჰარდი
3–6, 6–2, 6–4
გამარჯვება 1962 აშშ-ის ღია პირველობა (2) ბალახი ავსტრალიის დროშა ფრედ სტოლი აშშ-ის დროშა ფრენკ ფრიოლინგი
აშშ-ის დროშა ლესლი ტერნერ ბოური
7–5, 6–2
გამარჯვება 1963 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ბალახი ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი ავსტრალიის დროშა ფრედ სტოლი
ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური
6–4, 6–4
გამარჯვება 1963 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი ავსტრალიის დროშა ფრედ სტოლი
ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური
6–1, 6–2
გამარჯვება 1963 უიმბლდონი (1) ბალახი ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ბობ ჰიუიტი
აშშ-ის დროშა დარლენ ჰარდი
11–9, 6–4
გამარჯვება 1963 აშშ-ის ღია პირველობა (3) ბალახი ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი აშშ-ის დროშა ედ რუბინოფი
აშშ-ის დროშა ჯუდი ტეგარტ დალტონი
3–6, 8–6, 6–2
გამარჯვება 1964 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ბალახი ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი გაერთიანებული სამეფოს დროშა მაიკ სანგსტერი
ავსტრალიის დროშა ჯენ ლიჰეინი
6–4, 6–4
გამარჯვება 1964 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი ავსტრალიის დროშა ფრედ სტოლი
ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური
6–3, 4–6, 8–6
მარცხი 1964 უიმბლდონი ბალახი ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი ავსტრალიის დროშა ფრედ სტოლი
ავსტრალიის დროშა ლესლი ტერნერ ბოური
4–6, 4–6
გამარჯვება 1964 აშშ-ის ღია პირველობა (4) ბალახი ავსტრალიის დროშა ჯონ ნიუკომბი აშშ-ის დროშა ედ რუბინოფი
აშშ-ის დროშა ჯუდი ტეგარტ დალტონი
10–8, 4–6, 6–3
გამარჯვება 1965 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ბალახი ავსტრალიის დროშა ჯონ ნიუკომბი ავსტრალიის დროშა ოუენ დევიდსონი
ავსტრალიის დროშა რობინ ებბერნი
ფინალი არ ჩატარდა, ტიტული გაზიარდა
გამარჯვება 1965 საფრანგეთის ღია პირველობა (3) თიხა ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი ავსტრალიის დროშა ჯონ ნიუკომბი
ბრაზილიის დროშა მარია ბუენო
6–4, 6–4
გამარჯვება 1965 უიმბლდონი (2) ბალახი ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი ავსტრალიის დროშა ტონი როჩი
ავსტრალიის დროშა ჯუდი ტეგარტ დალტონი
12–10, 6–3
გამარჯვება 1965 აშშ-ის ღია პირველობა (5) ბალახი ავსტრალიის დროშა ფრედ სტოლი აშშ-ის დროშა ფრენკ ფრიოლინგი
აშშ-ის დროშა ჯუდი ტეგარტ დალტონი
6–2, 6–2
გამარჯვება 1966 უიმბლდონი (3) ბალახი ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი აშშ-ის დროშა დენის რალსტონი
აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
4–6, 6–3, 6–3
მარცხი 1968 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი ავსტრალიის დროშა ალან სტოუნი ავსტრალიის დროშა დიკ კრილი
აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
ტექნიკური წაგება
↓ პროფესიონალური ეპოქა ↓
გამარჯვება 1968 უიმბლდონი (4) ბალახი ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი საბჭოთა კავშირის დროშა ალექსანდრე მეტრეველი
საბჭოთა კავშირის დროშა ოლგა მოროზოვა
6–1, 14–12
გამარჯვება 1969 ავსტრალიის ღია პირველობა (4) ბალახი აშშ-ის დროშა მარტი რისენი ავსტრალიის დროშა ფრედ სტოლი
გაერთიანებული სამეფოს დროშა ენ ჯონსი
ფინალი არ ჩატარდა, ტიტული გაზიარდა
გამარჯვება 1969 საფრანგეთის ღია პირველობა (4) თიხა აშშ-ის დროშა მარტი რისენი საფრანგეთის დროშა ჟან-კლოდ ბარკლეი
საფრანგეთის დროშა ფრანსუაზა დიური
6–3, 6–2
გამარჯვება 1969 აშშ-ის ღია პირველობა (6) ბალახი აშშ-ის დროშა მარტი რისენი აშშ-ის დროშა დენის რალსტონი
საფრანგეთის დროშა ფრანსუაზა დიური
7–5, 6–3
გამარჯვება 1970 აშშ-ის ღია პირველობა (7) ბალახი აშშ-ის დროშა მარტი რისენი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ფრიუ მაკმილანი
აშშ-ის დროშა ჯუდი ტეგარტ დალტონი
6–4, 6–4
მარცხი 1971 უიმბლდონი ბალახი აშშ-ის დროშა მარტი რისენი ავსტრალიის დროშა ოუენ დევიდსონი
აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
6–3, 2–6, 13–15
გამარჯვება 1972 აშშ-ის ღია პირველობა (8) ბალახი აშშ-ის დროშა მარტი რისენი რუმინეთის დროშა ილიე ნასტასე
აშშ-ის დროშა როზმარი კაზალსი
6–3, 7–5
მარცხი 1973 აშშ-ის ღია პირველობა ბალახი აშშ-ის დროშა მარტი რისენი ავსტრალიის დროშა ოუენ დევიდსონი
აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
3–6, 6–3, 6–7
გამარჯვება 1975 უიმბლდონი (5) ბალახი აშშ-ის დროშა მარტი რისენი ავსტრალიის დროშა ალან სტოუნი
ნიდერლანდების დროშა ბეტი სტოვე
6–4, 7–5

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი: 2 (2–0)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1973 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ბოკა-რატონი (1) თიხა აშშ-ის დროშა როზმარი კაზალსი საფრანგეთის დროშა ფრანსუაზა დიური
ნიდერლანდების დროშა ბეტი სტოვე
6–2, 6–4
გამარჯვება 1975 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ლოს-ანჯელესი (2) ხალიჩა (დ) გაერთიანებული სამეფოს დროშა ვირჯინია უეიდი აშშ-ის დროშა როზმარი კაზალსი
აშშ-ის დროშა ბილი ჯინ კინგი
6–7(2–7), 7–6(7–2), 6–2

(დ) – დახურული კორტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2018.
  2. „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (W): NO. 4, MARGARET COURT“. tennis.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-12. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2018.
  3. „Top 10 Greatest Women's Tennis Players of All Time“. howtheyplay.com. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2018.
  4. „Margaret Court the greatest: Evonne Goolagong Cawley“. smh.com.au. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2018.
  5. „Making the case for Clijsters and Li“. espn.com. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2018.