ალექსანდრე მეტრეველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე მეტრეველი
ალექსანდრე მეტრეველის ფოტო.jpg
სრული სახელი ალექსანდრე მეტრეველი
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საცხოვრებელი ადგილი მოსკოვი, რუსეთი
დაიბადა 2 ნოემბერი, 1944 (1944-11-02) (74 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
პროფესიონალი 1962
კარიერა დაასრულა 1980
თამაში მემარჯვენე
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 194–102 (65.54%)[1]
ტიტულები კარიერაში 5 ATP-ის რანგის ტურნირი[2]
უმაღლესი რეიტინგი მე-9 (3 ივნისი, 1974)[3]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (1972)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1972)
უიმბლდონი ფინალი (1973)
აშშ-ის ღია პირველობა მეოთხედფინალი (1974)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 76–87 (46.63%)[4]
ტიტულები კარიერაში 1 ATP-ის რანგის ტურნირი
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (1973)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1974)
უიმბლდონი 3რ (1965, 1971, 1972, 1973)
აშშ-ის ღია პირველობა 3რ (1974)
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
უიმბლდონი ფინალი (1968, 1970)
ბოლოს განახლდა: 23 ოქტომბერი, 2018.

ალექსანდრე მეტრეველი (დ. 2 ნოემბერი, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — საბჭოთა ყოფილი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეცხრე ჩოგანი.

1973 წელს, მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც ჩეხოსლოვაკ იან კოდეშთან დამარცხდა[5]. იგი ასევე ორჯერ გავიდა უიმბლდონის შერეული წყვილების ფინალში ოლგა მოროზოვასთან ერთად (1968, 1970), თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. 1962 წელს 17 წლის ასაკში, მეტრეველი უიმბლდონის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ბრიტანელ სტენლი მეთიუზთან დამარცხდა[6]. უიმბლდონის გარდა, სხვა დიდი სლემის ტურნირებიდან, ალექსანდრე მეტრეველმა ავსტრალიის (1972) და საფრანგეთის (1972) ღია პირველობების ნახევარფინალებამდე, ხოლო აშშ-ის ღია პირველობაზე მეოთხედფინალამდე (1974) მიაღწია. კარიერა ჩოგბურთელმა 1980 წელს დაასრულა. ჯამში მან ATP-ის 5 ტურნირი მოიგო ერთეულთა თანრიგში. მეტრეველი არის ევროპის 16-გზის და სსრკ-ს 29-გზის ჩემპიონი ერთეულებში, წყვილებში და შერეულ წყვილებში. იგი არის სსრკ-ს ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1975). მეტრეველი იყო ერთადერთი საბჭოთა მამაკაცი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ტურნირის ფინალში ითამაშა და ვინც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში მოხვდა (მსოფლიოს მე-9 ჩოგანი 1974 წელს). იგი 18 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ-ს საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ათეულში, აქედან 12-ჯერ პირველ ნომრად (1966–67, 1969–78). რეგულარულად იღებდა მონაწილეობას დეივისის თასზე სსრკ-ს ნაკრებში. მეტრეველი არის სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი. იყო სსრკ-ს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2015 წლის უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას, ალექსანდრე მეტრეველი დეივისის თასის სპეციალური მედლით (ინგლ. Davis Cup Commitment Award) დაჯილდოვდა. ჯილდო მას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ფრანჩესკო რიკი ბიტმა გადასცა[7].

დღესდღეობით ალექსანდრე მეტრეველი სპორტული კომენტატორია და ცხოვრობს მოსკოვში. იგი არის რუსეთის მოქალაქე და ავსტრალიის საპატიო მოქალაქე.

დიდი სლემის ტურნირებზე ასპარეზობის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩ – ჩემპიონი ფ – ფინალი ნ – ნახევარფინალი მ – მეოთხედფინალი რ – რაუნდი კ – საკვალიფიკაციო ეტაპი
ტურნირი 1962 1963 1964 1965 1966 1967 1968 1969 1970 1971 1972 1973 1974 1975 1976 მოგება–წაგება
ავსტრალიის ღია პირველობა 8–3
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ 3რ 1რ 1რ 4რ 2რ 2რ 2რ 2რ 18–10
უიმბლდონი 1რ 3რ 3რ 2რ 1რ 4რ 2რ 2რ 4რ 4რ 3რ 32–13
აშშ-ის ღია პირველობა 3რ 3რ 1რ 2რ 9–5
მოგება–წაგება 2–1 0–1 2–0 3–2 5–2 2–2 3–1 1–2 6–3 4–2 11–3 9–3 9–3 7–4 3–2 67–31

ერთეულთა ფინალი: 1 (0–1)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 1973 უიმბლდონი ბალახი ჩეხოსლოვაკიის დროშა იან კოდეში 1–6, 8–9, 3–6

შერეული წყვილების ფინალები: 2 (0–2)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 1968 უიმბლდონი ბალახი საბჭოთა კავშირის დროშა ოლგა მოროზოვა ავსტრალიის დროშა მარგარეტ კორტი
ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი
1–6, 12–14
მარცხი 1970 უიმბლდონი ბალახი საბჭოთა კავშირის დროშა ოლგა მოროზოვა აშშ-ის დროშა როზმარი კაზალსი
რუმინეთის დროშა ილიე ნასტასე
3–6, 6–4, 7–9

ყველა გამარჯვება ATP-ის ტურნირებზე ერთეულებში (5)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
1. 1971 ტასმანიის ღია პირველობა, ავსტრალია (1) ჰარდი ავსტრალიის დროშა ჯონ ალექსანდერი 7–6, 6–3, 4–6, 6–3
2. 1972 სიდნეის საერთაშორისო ტურნირი, ავსტრალია (1) ჰარდი საფრანგეთის დროშა პატრის დომინგესი 6–4, 6–4, 3–6, 6–1
3. 1972 ტასმანიის ღია პირველობა, ავსტრალია (2) ბალახი საფრანგეთის დროშა ვანარო ნგოდრელა 6–2, 6–4, 6–3
4. 1972 ადელაიდას საჩოგბურთო ტურნირი, ავსტრალია (1) ბალახი ავსტრალიის დროშა კიმ უორვიკი 6–3, 6–3, 7–6
5. 1974 საუტ-ორანჟის ღია პირველობა, აშშ (1) ჰარდი აშშ-ის დროშა ჯიმი კონორსი ტექნიკური მოგება

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“.- თბ., 2002. - გვ.666

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alex Metreveli singles“, atpworldtour.com. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2018. 
  2. Alex Metreveli titles and finals“, atpworldtour.com. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2018. 
  3. Alex Metreveli rankings history“, atpworldtour.com. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2018. 
  4. Alex Metreveli doubles“, atpworldtour.com. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2018. 
  5. კარიერა ფრაზებში: ალექსანდრე მეტრეველი“, msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2018. 
  6. THE JUNIOR CHAMPIONSHIPS, WIMBLEDON“, itftennis.com. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2018. 
  7. სოლოლაკიდან ავსტრალიამდე განვლილი წარმატებული საჩოგბურთო გზა“, sport.adjara.com. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2018.