მალდივის რესპუბლიკის სამზარეულო
მალდივის რესპუბლიკის ეროვნული სამზარეულო, რომელსაც აგრეთვე დივეჰის სამზარეულოს უწოდებენ, არის მალდიველების, კუნძულ მინიკოისა და ინდოეთის სამზარეულო. განიცდის ინდური და არაბული ტრადიციების ზეგავლენას გამოირჩევა გემოსა და არომატების მრავალფეროვნებით. ეს შესანიშნავი სამზარეულო წარმოუდგენელია სამი ძირითადი ინგრედიენტის ქოქოსის, თევზის და ბრინჯის გარეშე.[1]
ქოქოსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწიფე ქოქოსის რბილობს იყენებენ ქოქოსის რძისა და ქოქოსის ზეთის დასამზადებლად. ქოქოსის რძე გამოიყენება დესერტებისა და ცხიმიანი სოუსების დასამზადებლად, ასევე სუპებსა და მთავარ კერძებში .ქოქოსის ზეთი გამოიყენება ვაფლის ნამცხვრების მოსართავად და მარგარინის წარმოებაში.[2]
თევზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალდივის კუნძულებზე თევზის კერძების მოსამზადებლად ყველაზე ხშირად თინუსს იყენებენ, ახალს ან ხმელს. მისგან ამზადებენ მალდივის ყველაზე საყვარელ კერძს - თინუსი ბრინჯით, სუნელით სხვადასხვა სოუსებით და წიწაკით. მსუბუქი საუზმეულის სახით პოპულარულია: თევზის ნაჭრები ჩილის სოუსში, ღვეზელები თევზით და სანელებლებით, ასევე შემწვარი თევზი ზეთში.
ბრინჯი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრინჯი მალდივის სამზარეულოს მნიშვნელოვანი ინგრედიენტია და ადგილობრივი კერძების ძირითად საფუძველს წარმოადგენს. მას მიირთმევენ მოხარშულს, ხოლო ფქვილისაგან ამზადებენ როშის, ადგილობრივ პურს. მას მიირთმევენ თევზის კოქტეილთან ერთად, რომელიც შენელებულია ხახვით, ჩილითა და ლაიმით.
პოპულარული კერძია გარუდია-გამომშრალი, შებოლილი თევზისაგან დამზადებული წვნიანი, რომელსაც ბრინჯთან ერთად მიირთმევენ.[3]
კარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალდივის კუნძულებზე კარი მზადდება თინუსისგან სხვადასხვა სუნელების დამატებით. ასევე ფართოდ არის გავრცელებული ბოსტნეულის- ბადრიჯნის და გოგრის კარი. მას უმატებენ მწვანე ბანანს და ზოგიერთი მცენარის ფოთლებს.
დღესასწაულებზე პოპულარობით სარგებლობს ქათმის კარი - შეზავებული სხვადასხვა სანელებლებით.
დესერტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი დესერტია ბონდი - ქოქოსის თეთრი ჩხირები და სხვადასხვა ხილის სალათები.[4]
სასმელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალდივის მკვიდრნი ძირითადად სვამენ მწვანე ჩაის, რომელსაც ბევრ რძესა და შაქარს უმატებენ. ასევე, მაცხოვრებლები წყურვილს წვენებით იკლავენ ან ადგილობრივი ტკბილი რძით- კირუ სარბატით. რაფინირებული ქოქოსის რძისგან ამზადებენ მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელს, რომელსაც გაა ეწოდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Xavier Romero-Frias, Eating on the Islands, Himal Southasian, Vol. 26 no. 2, pages 69–91 ISSN 1012-9804
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Eating on the Islands - As times have changed, so has the Maldives' unique cuisine and culture
- Dhumashi
- Mas huni and Masriha - Himal: Farms, Feasts, Famines; Disappearing foods
- Maldives Cuisine
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Xavier Romero-Frias, The Maldive Islanders, A Study of the Popular Culture of an Ancient Ocean Kingdom, Barcelona 1999, ISBN 84-7254-801-5
- ↑ Use of Coconut in Maldivian cooking
- ↑ Maldives cuisine
- ↑ Traditional Maldivian Cuisine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-27. ციტირების თარიღი: 2020-09-12.