მაგნიუმის ნიტრატი
მაგნიუმის ნიტრატი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | მაგნიუმის ნიტრატი |
ქიმიური ფორმულა | Mg(NO3)2 |
მოლური მასა | 148.32 (უწყლო) 184.35 გ/მოლ(დიჰიდრატი) 256.41 გ/მოლ (ჰექსაჰიდრატი) გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | თეთრი კრისტალური მყარი ნივთიერება |
სიმკვრივე | 2.3 გ/სმ3 (უწყლო) 2.0256 გ/სმ3 (დიჰიდრატი) 1.464 გ/სმ3 (ჰექსაჰიდრატი) გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 129 °C |
დუღილის ტემპერატურა | 330 °C |
თვითაალების ტემპერატურა | არაალებადი °C |
მოლური თბოტევადობა (სტ. პირ.) | 141.9 ჯ/(მ·კ) |
ქიმიური თვისებები | |
ხსნადობა წყალში | 125 გ/100 მლ |
ოპტიკური თვისებები | |
გარდატეხის მაჩვენებელი | 1.34 (ჰექსაჰიდრატი) |
სტრუქტურა | |
კრისტალური სტრუქტურა | კუბი |
უსაფრთხოება | |
რისკის ფრაზები | გამაღიზიანებელი |
კლასიფიკაცია | |
CAS | 13446-18-9 |
PubChem | 25212 |
EINECS | 233-826-7 |
SMILES |
|
RTECS | OM3750000 (უწყლო) OM3756000 (ჰექსაჰიდრატი) |
მაგნიუმის ნიტრატი ჰიგროსკოპული მარილია ფორმულით Mg(NO3)2. ჰაერზე ის სწრაფად წარმოქმნის ჰექსაჰიდრატს ფორმულით Mg(NO3)2·6H2O (და მოლური მასით 256.41 გ/მოლ). ის ძალიან კარგად იხსნება როგორც წყალში, ისე ეთანოლში.
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაგნიუმის ნიტრატი მოიპოვე როგორც საბადოებში ისე კავერნებში როგორც ნიტრომაგნეზიტი (ჰექსაჰიდრატის ფორმით).[1] მაგრამ ეს ფორმა გავრცელებული არაა, თუმცა ის შეიძლება წარმოიქმნას, იქ, სადაც სკინტლი მაგნიუმით მდიდარ ქვებს ეხება. ის გამოიყენება კერამიკაში, ბეჭდვაში, ქიმიურ და აგროკულტურულ ინდუსტრიებში. ის როგორც სასუქი შეიცავს 10.5% აზოტს და 9.4% მაგნიუმს, ამიტომ მისი შეფუთვა როგორც წესი შეიცავს წარწერას 10.5-0-0 + 9.4% Mg. შერეული ფორმით მაგნიუმის ნიტრატი როგორც წესი გაყიდვაში ამონიუმის ნიტრატთან, კალციუმის ნიტრატთან, კალიუმის ნიტრატთან და სხვა მიკროელემენტებთან ერთადაა. ეს ნარევები გამოიყენება სათბურებსა და ჰიდროპონიკაში.
წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაგნიუმის ნიტრატი კომერციაში გამოიყენება როგორც ნაწარმი პროდუქტი. მისი წარმოება მრავალი გზითაა შესაძლებელი. მაგალითად: მაგნიუმისა და აზოტმჟავას შორის რეაქცია:
- 2 10HNO3 + 4Mg = 4Mg(NO3)2 + NH4NO3 + 3H2O
- 2 HNO3 + MgO → Mg(NO3)2 + H2O
ორივე შემთხვევაში რეაქციის პროდუქტს წარმოადგენს მაგნიუმის ნიტრატი.
მაგნიუმის ჰიდროქსიდი და ამონიუმის ნიტრატი ასევე შედიან რეაქციაში, შედეგად ვიღებთ მაგნიუმის ნიტრატს და ამიაკს, რომელიც აირად ფორმაში გამოიყოფა.
- Mg(OH)2 + 2 NH4NO3 → Mg(NO3)2 + 2 NH3 + 2 H2O
რეაქციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაგნიუმის ნიტრატი ურთიერთქმედებს ტუტე მეტალების ჰიდროქსიდებთან და წარმოქმნის შესაბამის ნიტრატს: Mg(NO3)2 + 2 NaOH → Mg(OH)2 + 2 NaNO3.
იმის გამო, რომ მაგნიუმის ნიტრატს დიდი მიზიდულობა გააჩნია წყლის მიმართ, ჰექსაჰიდრატის გავარვარება არ იწვევს მარილის დეჰიდრატაციას. ის უბრალოდ იშლება მაგნიუმის ოქსიდად, ჟანგბადად და აზოტის ოქსიდად: 2 Mg(NO3)2 → 2 MgO + 4 NO2 + O2.
გამოყოფილი აზოტის ოქსიდის წყლით შთანთქმა აზოტმჟავის მიღების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს. ამ გზის არაეფექტურობის მიუხედავად ამ რეაქციაში არ მონაწილეობს არცერთი ძლიერი მჟავა.
უწყლო მაგნიუმის ნიტრატი ასევე გამოიყენება აზოტმჟავის კონცეტრაციის გასაზრდელად მისი აზეოტროპის (დაახლ. 68% აზოტმჟავა და 32% წყალი) კონცენტრაციის ზემოთ. ის ასევე ზოგჯერ დესიკანტადაც გამოიყენება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- International Chemical Safety Card 1041
- Liquid Chemistry
- Nitromagnesite Mineral Data
- Magnesium Nitrate MSDS დაარქივებული 2012-02-04 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Mindat, http://www.mindat.org/min-2920.html