ლუზოფონები
ლუზოფონები (ლათ. Lusitania – რომის იმპერიის პროვინცია ლუზიტანია, პორტუგალიის ანტიკური დასახელება + ძვ. ბერძნ. φωνή – ხმა) — ფართო გაგებით, პლანეტის პორტუგალენოვანი მოსახლეობა: ბრაზილიაში, პორტუგალიაში, ანგოლაში, მოზამბიკში, აღმოსავლეთ ტიმორში, და სხვა ქვეყნებში. ლუზოფონია ჩამოყალიბდა პორტუგალიის იმპერიის ხუთასი წლის არსებობის შედეგად.
ლუზოფონებად მიიჩნევიან ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ პორტუგალიურ ენაზე, როგორც მშობლიურზე და ასევე ადამიანები, რომლებიც ფლობენ და ხმარობენ მას ამა თუ იმ მიზნით, მაგალითად სხვადასხვა აფრიკული ქვეყნების მოსახლეობა, რომლებშიც პორტუგალიური ენა სახელმწიფო ენაა, კუნძულ ტიმორის, მაკაოს და მსოფლიოს სხვა რეგიონების მკვიდრი მოსახლეობა, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმიგრანტები ბრაზილიაში და პორტუგალიაში. პორტუგალიურ ენაზე მოლაპარაკეთა საერთო რაოდენობაა დაახლოებით 270 მილიონი ადამიანი (2014 წლის შეფასება), მათგან ბრაზილიაში დაახლოებით 200 მილიონი.
ქვეყანა | მოსახლეობა (2014 წლის შეფასება)[1] |
---|---|
ბრაზილია | 202 656 788 |
მოზამბიკი | 24 692 144 |
ანგოლა[2] | 24 300 000 |
პორტუგალია | 10 813 834 |
გვინეა-ბისაუ | 1 693 398 |
აღმოსავლეთი ტიმორი | 1 201 542 |
მაკაო (ჩინეთი) | 587 914 |
კაბო-ვერდე | 538 535 |
სან-ტომე და პრინსიპი | 190 428 |
სულ | 266 674 583 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პორტუგალენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა
- ფრანკოფონები
- ფრანკოფონია
- ფრანგულენოვანი ქვეყნები
- ანგლოფონები
- ანგლოსფერო
- ქვეყნების სია ინგლისურენოვანი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
- ქვეყნების და ტერიტორიების სია, სადაც ინგლისური ოფიციალური ენაა
- რუსოფონები
- ნიდერლანდების ენის კავშირი
- გერმანულენოვანი ქვეყნები
- ისპანიდადი
- არაბული სამყარო
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The World Factbook – Field Listing – Population - CIA. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 6 April 2013.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2016-04-01.