ლიუპჩო იორდანოვსკი
ლიუპჩო იორდანოვსკი | |
მაკედონიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 თებერვალი, 2004 – 12 მაისი, 2004 | |
მაკედონიის პარლამენტის მე-6 თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2003 – 1 აგვისტო, 2006 | |
წინამორბედი | ლილიანა პოპოვსკაია |
მემკვიდრე | ლიუბიშა გეორგიევსკი |
დაბადებული | 13 თებერვალი, 1953 შტიპი, იუგოსლავია |
გარდაცვლილი | 7 ოქტომბერი, 2010 სკოპიე, მაკედონია |
პოლიტიკური პარტია | სოციალ-დემოკრატიული კავშირ |
განათლება | ზაგრების უნივერსიტეტი |
ლიუპჩო იორდანოვსკი (მაკედ. Љупчо Јордановски, დ. 13 თებერვალი, 1953, შტიპი, იუგოსლავია — გ. 7 ოქტომბერი, 2010, სკოპიე, მაკედონია) — მაკედონიის პოლიტიკური მოღვაწე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე (2003-2006 წწ.), ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2004 წლის 26 თებერვლიდან 12 მაისამდე.
ბიოგრაფია და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ზაგრების უნივერსიტეტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი. 1985 წელს ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი. 2003 წლამდე სკოპიეს უნივერსიტეტის პროფესორია. 2002 წელს აირჩიეს მაკედონიის პარლამენტის წევრად, 2003–2006 წლებში პარლამენტის თავმჯდომარეა. 2004 წლის 26 თებერვალს პრეზიდენტ ბორის ტრაიკოვსკის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. 2006 წლის ივლის-დეკემბერში იყო მაკედონიის ელჩი აშშ-ში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფია დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ბიოგრაფია დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. (მაკედონური)