ლაზა კოსტიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაზა კოსტიჩი
სერბ. Лаза Костић
სრული სახელი ლაზარ კოსტიჩი
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1841
დაბადების ადგილი კოვილი, ავსტრიის იმპერია (დღევანდელი სერბეთი)
გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი, 1910 (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია (დღევანდელი ავსტრია)
დასაფლავებულია სომბორი
ფსევდონიმი Laza
საქმიანობა პოეტი, დრამისტი, ჟურნალისტი
ენა სერბული ენა
მოქალაქეობა  ავსტრიის იმპერია
 უნგრეთი
ალმა-მატერი ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი და Jovan Jovanović Zmaj Gymnasium (Novi Sad)
მიმდინარეობა რომანტიზმი

ლაზარ „ლაზა“ კოსტიჩი (სერბ. Лазар Лаза Костић / Lazar Laza Kostić; დ. 12 თებერვალი, 1841, კოვილი — გ. 27 ნოემბერი, 1910, ვენა) — სერბი პოეტი, პროზაიკოსი, იურისტი, ესთეტიკოსი, ჟურნალისტი,[1] პუბლიცისტი და პოლიტიკოსი, რომელიც სერბულ ლიტერატურაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.[2] კოსტიჩმა შექმნა 150-მდე მცირე ზომის ლექსი, 20 ეპიკური ლექსი, სამი დრამა, ერთი მონოგრაფია, რამდენიმე ესე, მოთხრობები და მთელი რიგი სტატიები..[3] კოსტიჩმა მონაწილეობა მიიღო ინგლისური ლიტერატურის შესწავლაში და იოვან ანდრეევიჩ-იოლსთან ერთად იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უილიამ შექსპირის ნაწარმოებების თარგმნა დაიწყო სერბულ ენაზე.[4][5][6]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაზა კოსტიჩი დაიბადა კოვილიში, ვოევოდინაში 1841 წელს, სამხედრო პირების ოჯახში.[7] ამ პერიოდში ტერიტორია ავსტრო-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. კოსტიჩმა დაამთავრა ბუდაპეშტის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა და 1866 წელს იმავე უნივერსიტეტში მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი იურისპრუდენციის განხრით. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა დუშანის კოდექსსაც.[8] სწავლის დასრულების შემდეგ, კოსტიჩი სხვადასხვა ადგილებზე მუშაობდა და ეწეოდა პოლიტიკურ და კულტურულ მოღვაწეობას ნოვი-სადში, ბელგრადსა და მონტენეგროში. იგი იყო Ujedinjena omladina srpska-ს (გაერთიანებული სერბი ახალგაზრდობა) ერთ-ერთი ლიდერი[9] და არჩეული იყო სერბეთის წარმომადგენლად უნგრეთის პარლამენტში, მისი მენტორის, სვეტოზარ მილეტიჩის დახმარებით.[10] მისი ლიბერალური და ნაციონალისტური შეხედულებების გამო, კოსტიჩს მოუწია უნგრეთის მიერ ოკუპირებული სერბეთის ნაწილის დატოვება, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ბელგრადსა და მონტენეგროში.

1869-დან 1872 წლამდე კოსტიჩი იყო ნოვი-სადის სასამართლოს სახლის პრეზიდენტი და თავის ოლქში პრაქტიკულად პარტიის ლიდერის პოსტს იკავებდა. ის ასევე იყო დელეგატი საბორში. ლაზა ორი ვადით იყო არჩეული ნოვი-სადის მმართველად და ასევე ორჯერ იყო შაიკაშის დელეგატი ბუდაპეშტში მდებარე პარლამენტში.[9]

კოსტიჩი თავის საქმიანობასა და კვლევებში ორ ხაზს მიჰყვებოდა: თეორიული გონება ვერასდროს ვერ მიაღწევს აბსოლუტურს[11] ის ეწინააღმდეგებოდა სვეტოზარ მარკოვიჩის ფილოსოფიური ანთროპოლოგიას და რევოლუციონერისა და მატერიალისტის, ნიკოლაი ჩერნიშევსკის შეხედულებებს.[12]

ლაზა კოსტიჩი გარდაიცვალა 1910 წლის 27 ნოემბერს, ვენაში.[1]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაზა კოსტიჩი მონტენეგროს ტრადიციულ სამოსში

ლაზა კოსტიჩი პირველი ადამიანი იყო ვინც უილიამ შექსპირის ნაწარმოებები სერბულად თარგმნა. XX საუკუნის ბოლოს ევროპელ ავტორთა კონვენციაზე კოსტიჩმა სცადა დაენახა კავშირი სერბულ კულტურასა და დასავლეთ ევროპის მთავარ კულტურებს შორის.

კოსტიჩ მეგობრობდა ლაზარ დუნჯერსკისთან, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერბული ოჯახის პატრიარქთან.[13] მას უყვარდა იელენა ლენკა დუნჯერსკი, ლაზარის უმცროსი და,,[13] რომელიც ლაზაზე 19 წლით პატარა იყო.[14] მიუხედავად იმისა, რომ კოსტიჩი ლენკასაც უყვარდა, ლაზარ დუნჯერსკის მათი ურთიერთობა არ მოსწონდა და მათ დაქორწინების საშუალებას არ აძლევდა.[14] ამის გამო ლაზარ დუნჯერსკიმ კოსტიჩისა და იულიანა პალანაჩკის ქორწილი მოაწყო.[14] კოსტიჩი ცდილობდა ლენკასა და ცნობილი სერბ-ამერიკელი ფიზიკოსის, ნიკოლა ტესლას ქორწინება მოეწყო, თუმცა ფიზიკოსმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.[15]

ლენკა 25 წლის ასაკში, სავარაუდოდ ინფექციის გამო გარდაიცვალა,[16] თუმცა ზოგიერთის აზრით, მან თავი მოიკლა.[17] მისი გარდაცვალების შემდეგ, კოსტიჩმა დაწერა Santa Maria della Salute, მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი.[18][19] ეს ნაწარმოები სერბულ ენაზე დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ლექსად ითვლება.[16][20][21]

მემკვიდრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაზა კოსტიჩი შესულია „100 ყველაზე გამოჩენილი სერბის“ სიაში. სკოლებს კოვილისა და ნოვი-ბეოგრადში ლაზას პატივსაცემად მისი სახელი ეწოდათ.[22]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Gacic, Svetlana. „Laza Kostic“ (ინგლისური). დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  2. Jedan od najznačajnijih književnika srpskog romantizma živeo je u Somboru, znate li o kome je reč? (FOTO/VIDEO) sh. ციტირების თარიღი: 2020-01-05
  3. Laza Kostić – Biografija – Bistrooki sr-RS. ციტირების თარიღი: 2020-01-04
  4. Laza Kostić – pionir u prevođenju Šekspira na srpski jezik sr-RS (2018-08-08). ციტირების თარიღი: 2020-01-04
  5. Laza Kostić je i prvi naš šekspirolog naš najznačajniji prevodilac Šekspira u | Course Hero en. ციტირების თარიღი: 2020-01-04
  6. ЛАЗА КОСТИЋ ЈЕ ШЕКСПИРА УВЕО У СРПСКУ КУЛТУРУ ПРЕКО НОВОГ САДА sr-RS (2016-12-26). ციტირების თარიღი: 2020-01-04
  7. Културни магазин: Лаза Костић • Радио ~ Светигора ~ sr-RS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-21. ციტირების თარიღი: 2020-01-05
  8. Doktorska disertacija pesnika Laze Kostića 'De legibus serbicis Stephani Uros Dusan'. ციტირების თარიღი: 2020-01-04
  9. 9.0 9.1 Laza Kostić sklapao niti srpskog jedinstva sr-Latn. ციტირების თარიღი: 2020-01-04
  10. ZELEN DOBOŠ DOBUJE, LAZA KOSTIĆ ROBUJE… – Ravnoplov en-US. ციტირების თარიღი: 2020-01-05
  11. Pesništvo i poetika Laze Kostića - jedan sintetičan pogled. ციტირების თარიღი: 2020-01-05
  12. Književnoteorijski i filosofski stavovi Laze Kostića. ციტირების თარიღი: 2020-01-05
  13. 13.0 13.1 PRVA LAZINA PESMA O LENKI – Ravnoplov en-US. ციტირების თარიღი: 2020-01-04
  14. 14.0 14.1 14.2 Ljubavi srpskih pisaca: Laza Kostić en-US (2012-03-10). ციტირების თარიღი: 2020-01-04
  15. KAKO JE LAZA KOSTIĆ UDAVAO LENKU ZA NIKOLU TESLU – Ravnoplov en-US. ციტირების თარიღი: 2020-01-04
  16. 16.0 16.1 СНП: Академија посвећена Лазару Дунђерском и сећање на Ленку sr. ციტირების თარიღი: 2020-01-04
  17. ОТКРИВАЛАЧКЕ СНОХВАТИЦЕ sr-RS (2017-04-20). ციტირების თარიღი: 2020-01-04
  18. Intertekstualnost Santa Maria della Salute u svjetlu književne kritike druge polovine XX vijeka. ციტირების თარიღი: 2020-01-04
  19. [Projekat Rastko Antologija srpskog pesnistva]. ციტირების თარიღი: 2020-01-04
  20. SCIIntertekstualnost Santa Maria della Salute u svjetlu književne kritike druge polovine XX vijeka. ციტირების თარიღი: 2020-01-04
  21. Laza Kostić - Santa Maria della Salute.[მკვდარი ბმული]
  22. Početak. ციტირების თარიღი: 2020-01-05