შინაარსზე გადასვლა

კალიარი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიარი
სრული სახელი Cagliari Calcio SpA
მეტსახელი Rossoblu (წითელ–ლურჯები)
Isolani (კუნძულელები)
Sardi (სარდინიელები)
დაარსდა 20 აგვისტო 1920
სტადიონი სან-ელია,
კალიარი, იტალია
(ტევადობა: 23 486 მაყურებელი)
პრეზიდენტი იტალიის დროშა ტომაზო ჯულინი
მწვრთნელი ურუგვაის დროშა ლუის დიეგო ლოპესი
ლიგა სერია B
2023/24 მე-16 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

კალიარი კალჩო (იტალ. Cagliari Calcio) — იტალიური საფეხბურთო კლუბი კუნძულ სარდინიის ქალაქ კალიარიდან. გუნდი შეიქმნა 1920 წელს და ამჟამად თამაშობს სერია A-ში. 1969/70-ის იტალიის ჩემპიონი.

კალიარი სერია A-ში პირველად 1964 წელს წარსდგა. თავის პირველ სეზონში დაიკავა მე-7 ადგილი. 1968/69 მოიპოვა ვერცხლის მედალი. მომდევნო სეზონში კლუბი ერთადერთხელ გახდა იტალიის ჩემპიონი. მთლიანი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ორი მატჩი წააგო და გაუშვა 11 გოლი, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი გახდა „კალიარის“ ფეხბურთელი ლუიჯი რივა. ამ წარმატების შემდეგ გუნდმა ვერასდროს ვერ შეძლო ამ ტიტულის ხელმეორედ მოპოვება, ხოლო 1975/76-ის სეზონზე ჩამოქვეითდა სერია B-ში. 1989/90 გუნდმა კვლავ მოიპოვა სერია A-ში თამაშის უფლება.

კლუბისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა 1993/94-ის სეზონი, გუნდმა მიაღწია უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალამდე. 1997 წელს კალიარი კვლავ სერია B-ში ჩამოქვეითდა. მომდევნო სეზონში ისევ სერია A-ში გადავიდა, მაგრამ დიდხანს ვერ შეძლო იქ ფეხის მოკიდება. 2003/04-ის შემდეგ „კალიარში“ გადავიდა იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯანფრანკო ძოლა, ვისი მეშვეობითაც კლუბმა შეძლო სერია A-ში თავის დამკვიდრება.

2005/2006 კალიარისთვის რთული აღმოჩნდა. თუმცა გუნდი გამოვარდნას მწვრთნელის, ნედო სონეტის წყალობით გადაურჩა. 2006/2007 დასაწყისში გუნდის მწვრთნელად კანკო ჯამპაოლო დაინიშნა, მაგრამ 17-ე ტურის შემდეგ ჩაანაცვლა ფრანკო კოლომბომ. 2007/08-ის სეზონზე გუნდის მთავარ მწვრთნელად კვლავ ჯამპაოლო აღადგინეს. ამავე სეზონზე გუნდი დატოვეს დავიდ სუაზომ, მაურო ესპოზიტომ და ანტონიო ლანჯელამ, სანაცვლოდ შემოემატნენ აკვაფრესკა, მატრი, ფოჯა და ლარივეი. 2008/2009 წლის სეზონი წარუმატებლად დაიწყო, კალიარი ზედიზედ ხუთ მატჩში დამარცხდა, თუმცა, ამის მიუხედავად მეცხრე ადგილზე გავიდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]