ალესანდრო მატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალესანდრო მატრი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალესანდრო მატრი
დაბადების
თარიღი
19 აგვისტო, 1984 (1984-08-19) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
სან ანჯელო ლოდიჯანო, იტალია
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
იუვენტუსი
ნომერი 32
ახალგაზრდული კარიერა
1995-1996 ფანფულა
1996-2004 მილანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2007 მილანი 1 (0)
2004–2005   პრატო 32 (5)
2005–2006   ლუმეცანე 32 (13)
2006-2007   რიმინი 28 (4)
2007-2011 კალიარი 125 (45)
2011   იუვენტუსი 16 (9)
2011-2013 იუვენტუსი 69 (27)
2013-2016 მილანი 0 (0)
2014   ფიორენტინა 15 (4)
2014-2015   ჯენოა 16 (7)
2015   იუვენტუსი 5 (0)
2015–2016   ლაციო 19 (4)
2016– სასუელო 54 (11)
ეროვნული ნაკრები
2011– იტალია 7 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 მაისი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 16 ივნისი, 2015

ალესანდრო მატრი (იტალ. Alessandro Matri; დ. 19 აგვისტო, 1984, სანტ'ანჯელო-ლოდიჯანო, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ „სასუელოში“.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალესანდრო მატრიმ დაიწყო თავისი კარიერა ფანტულა 1874-ში, საიდანაც 1996 წელს მილანში გადავიდა. 6 წელი მან მილანის პრიმავერაში გაატარა, 2003 წელს კი მას დებიუტი ჰქონდა მილანის მთავარ გუნდში პიაჩენცას წინააღმდეგ. ამის შემდეგ იგი 2 წელი ისევ მილანის პრიმავერას ფეხბურთელი იყო. შემდეგ იგი იჯარით პრატოში, ლუმეცანეში და რიმინიში იყო გადასული.

2007 წელს მატრი ოფიციალურად კალიარის ფეხბურთელი გახდა, სარდინიელებს მისი ტრანსფერი 2.3 მილიონი ევრო დაუჯდათ. დებიუტი მას ნაპოლის წინააღმდეგ ჰქონდა, ხოლო 1-ლი გოლი კი მან პარმას გაუტანა და მოაგებინა თავის გუნდს. მთლიან ჯამში კი იმ სეზონში 6 გოლის გატანა შეძლო 34 მატჩში. დიდ წილად მატრი შეცვლებზე შემოდიოდა, რადგან კალიარის მწვრთნელი უფრო რობერტ აკვაფრესკას და ჯედას ენდობოდა. 2008/09 სეზონში მატრიმ მთლიანობაში 31 თამაში ჩაატარა, თუმცა ძირითადიდან მხოლოდ 11-ჯერ დაიწყო.

2009/10 სეზონში აკვაფრესკა წავიდან გუნდიდან და ესეც მატრის ბრწყინვალე "სარდინიული" კარიერის დასაწყისი და დასასრული იყო, მან 13 გოლის გატანა შეძლო იმ სეზონში, ამას 7 გოლი მან ზედიზედ გაიატანა, რაც ლუიჯი რივას რეკორდი გაიმეორა და რაც მთავარია გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 2011 წელს, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მატრი იჯარით იუვენტუსში გადავიდა 2.5 მილიონ ევროდ და მან თავი მოაწონა ტურინულ კლუბს, რადგან სეზონის ბოლოს იგი უკვე ოფიციალურად გახდა იუვენტუსის ფეხბურთელი. მისი ტრანსფერი კი ბებერ სინიორას 15.5 მილიონი ევრო დაუჯდა და დაიწყო მისი არც თუ ისე სახარბიელო კარიერა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს მატრი პირველად იქნა ნაკრებში გამოძახებული გერმანიის წინააღმდეგ. 1-ლი გოლი ნაკრებში კი მან უკრაინას გაუტანა ამხანაგურ მატჩში.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუვენტუსი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]