ლუიჯი რივა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუიჯი რივა
Gigi Riva, Italia, 1968.JPG
რივა იტალიის ნაკრებში 1968 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
7 ნოემბერი, 1944 (1944-11-07) (74 წლის)
დაბადების
ადგილი
ლეჯუნო, იტალია
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1961–1962 ლენიანო 22 (6)
1962–1976 კალიარი 315 (164)
სულ 337 (170)
ეროვნული ნაკრები
1965–1974 იტალია 42 (35)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ლუიჯი „ჯიჯი“ რივა (იტალ. Luigi "Gigi" Riva დ. 7 ნოემბერი, 1944) — ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 33-ე ადგილზე დასახელდა.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ჩრდილოეთ იტალიის პატარა სოფელ ლეჯუნოში. რივამ თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი მოკრძალებულ სარდინიულ კლუბ „კალიარიში“ გაატარა, რომელთან ერთადაც 1969-70 წლების სეზონში ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა სერია A-ში. იმ სეზონში რივამ 21 გოლი გაიტანა. სულ „კალიარიში“ ასპარეზობისას კი — 164. რივამ რამდენჯერმა თქვა უარი უფრო მაღალი კლასის კლუბში გადასვლაზე.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიჯი რივა იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1966

რივას სანაკრებო კარიერა არც ისე კარგად დაიწყო. მან ფეხი მოიტეხა მესამე სანაკრებო მატჩში, 1967 წლის მარტში, პორტუგალიის წინააღმდეგ ამხანაგური თამაშისას. ის ნაკრებს შვიდი თვის შემდეგ დაუბრუნდა და მონაწილეობა მიიღო კვიპროსის წინააღმდეგ 5-0 მოგებულ მატჩში, სადაც ჰეთ-ტრიკი შეასრულა.

1968 წლის 10 ივნისს რივა შევიდა შეცვლაზე იუგოსლავიის წინააღმდეგ ევრო 1968-ის ფინალურ გადათამაშებით მატჩში. რივამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ნაკრებს ჩემპიონობა მოუტანა.

რივას გოლით გავიდა იტალიის ნაკრები 1970 წლის მუნდიალზე. 1969 წლის 22 ნოემბერს რივამ აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრებს გაუტანა თავური გოლი საკვალიფიკაციო მატჩში. რივამ გოლი გაიტანა „საუკუნის მატჩად“ მონათლულ თამაშში, რომელიც გაიმართა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ნახევარფინალში იტალია გერმანიის ნაკრებს შეხვდა. რივამ გაიტანა დამატებით დროში, როცა ანგარიში 2-2 იყო. მატჩი იტალიამ 4-3 მოიგო.

რივა მხოლოდ 29 წლის იყო, როცა უკანასკნელად ითამაშა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 1974 წლის მუნდიალზე. მისი შედეგი, ნაკრებში გატანილი 35 გოლი დღემდე რეკორდად რჩება იტალიის ნაკრებისთვის.

სათამაშო სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რივა კარგად ურტყამდა მარცხენა ფეხით და ხშირად ასრულებდა შეტევებს აკრობატულ ნახტომში შესრტულებული დარტყმებით.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ჩემპიონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიარი
იტალიის დროშა იტალიის სერია A
  • ჩემპიონი (1): 1969–70

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის დროშა იტალია

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
  2. Roberto Di Maggio, Igor Kramarsic and Alberto Novello (8 June 2017). Italy — Serie A Top Scorers. Gigi Riva — Cagliari (66/67, 68/69, 69/70). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 1 თებერვალი, 2018.
  3. Goldenfoot. Gigi Riva. Gigi Riva, with Piola and Meazza, was the greatest Italian forward: his football is characterized by a gushing physical exuberance that won him the renowned nickname of “Rombo di tuono” (thunder) given to him by the Italian journalist Gianni Brera. Riva embodied the ideal mix that should characterize the great strikers: not only strength but also speed, skill and courage which made him one of the best-loved players by all the football fans. წაკითხვის თარიღი: 1 თებერვალი, 2018.