კალასტე (ესტ.Kallaste; 1923 წლამდე კრასნიე-გორი) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესტონეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტარტუმაას მაზრაში. მდებარეობს ჩუდ-ფსკოვის ტბის ნაპირზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1938 წელს.
ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს ესტონური სიტყვისაგან kallas (ნაპირი). რუსულად კი 1923 წლამდე ეწოდებოდა კრასნიე-გორი (Красные горы).